საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიზანტიის იმპერიის მივიწყებული დიდება
    გამოიღვიძეთ! — 2001 | ოქტომბერი 8
    • მაგრამ მრავალი იმ აზრისაა, რომ ბიზანტიის იმპერია, როგორც ცალკეული სახელმწიფო, მაშინ გამოჩნდა, როდესაც ახ. წ. 330 წელს კონსტანტინემ დედაქალაქი რომის იმპერიიდან ბიზანტიაში გადაიტანა. მან ამ ქალაქს საკუთარი თავის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი უწოდა (დღევანდელი სტამბოლი).

  • ბიზანტიის იმპერიის მივიწყებული დიდება
    გამოიღვიძეთ! — 2001 | ოქტომბერი 8
    • ბრწყინვალე დედაქალაქი

      ერთ-ერთი ისტორიკოსი კონსტანტინოპოლს „დიდებითა და დიდძალი ქონებით სახელმოხვეჭილ“ ქალაქად მოიხსენიებს. იგი ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე — ბოსფორის სრუტის ნაპირზე იყო გაშენებული. ამიტომ ფლობდა როგორც ძალზე გამაგრებულ ნახევარკუნძულს, ისე ოქროს რქის ყურეში მდებარე ყოველმხრივ აღჭურვილ ნავსადგურს. ძვ. წ. 657 წელს ბერძენმა ახალმოსახლეებმა ამ ადგილს თავიანთი ლეგენდარული გმირის, ბიძანტის, პატივსაცემად ბიზანტიონი დაარქვეს. ათ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ ქალაქს „ახალი რომი“ ეწოდა. თავისი დიდების მწვერვალზე ყოფნისას კონსტანტინოპოლში, VI—XI საუკუნეებში, ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

      დასავლეთიდან ჩასული სტუმრები აღფრთოვანებული იყვნენ ამ დედაქალაქითა და მსოფლიო ვაჭრობის გზაკვანძით. ნავსადგური გემებით იყო გადაჭედილი. ქალაქის ბაზრებში აბრეშუმი, შალი, ძვირფასი ქვები, სპილოს ძვლები, რომლებზეც ორნამენტები იყო ამოკვეთილი, ოქრო, ვერცხლი, ხე-ტყე, მოჭიქურებული ჭურჭელი და სხვადასხვა სანელებელი იყიდებოდა. გასაგებია, რომ კონსტანტინოპოლს სხვა მმართველები შურის თვალით უყურებდნენ და არაერთხელ უცდიათ მისი კედლების გარღვევა. 1453 წლის შემოდგომაზე თურქ-ოსმალების მიერ ქალაქის აღებამდე მასზე თავდასხმებიდან მხოლოდ ერთი დასრულდა წარმატებით, კერძოდ, კი მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისას „ქრისტიანების“ შეტევა. „აქამდე არც არავის უნახავს და არც არავის მოუხვეჭავს ამხელა სიმდიდრე“, — წამოიძახა ჯვაროსანმა რობერტ დე კლარმა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება