საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
    • იეჰოვას მოწმეებს შორის ბავშვებიც ხელგაშლილები და სიხარულით გამცემები არიან. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ოთხი წლის ელისონმა გაიგო, რომ შეერთებული შტატების ერთ-ერთი მხარე გრიგალმა გაანადგურა, $2 გაიღო დაზარალებულთა დასახმარებლად. „ეს არის მთელი ფული, რაც ყულაბაში მქონდა, — დაწერა მან, — გავიგე რომ ბავშვებმა დაკარგეს სათამაშოები, თოჯინები და წიგნები. იქნებ ამ ფულით ჩემხელა გოგონას წიგნი უყიდოთ“. მაკლეინმა, 8 წლის ბიჭუნამ, დაწერა, თუ როგორ გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ არც ერთი ძმა არ დაღუპულა გრიგალის დროს. მან დაამატა: „მე და მამიკომ მანქანის ნაწილები $17-ად გავყიდეთ. ჩემი ფულით რაღაცის ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ ძმები გამახსენდა“. (იხილეთ აგრეთვე ზემოთ მოცემული ჩარჩო.)

  • „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
    • ბავშვებიც სიხარულით გამცემები არიან!

      მინდა ამ ფულით წიგნები დაბეჭდოთ ჩვენთვის. მამიკოს ვეხმარებოდი და ეს ფული ისე მოვაგროვე. დიდი მადლობა რომ ამდენს შრომობთ (პამელა, 7 წლის).

      გიგზავნით $6.85, რომ დაგეხმაროთ სამეფო დარბაზების აშენებაში. ამ ზაფხულს ქუჩაში ლიმონათს ვყიდდი და ეს ფული იქ მომცეს (სელენა, 6 წლის).

      ერთ დედალს ვზრდიდი, რომელმაც დედალ-მამალი წიწილა გამოჩეკა. დედალი გავზარდე და იეჰოვას მივუძღვენი. მან სამი წიწილა გამოჩეკა. ისინიც გავზარდე და გავყიდე, თანხა კი იეჰოვას საქმისთვის გავიღე (ტიერი, 8 წლის).

      ეს არის მთელი ჩემი ფული! გთხოვთ, გონივრულად გამოიყენოთ. მისი შეგროვება იოლი არ იყო. აქ 21 ამერიკული დოლარია (სარა, 10 წლის).

      სასკოლო კონკურსში პირველი ადგილი ავიღე. ამიტომ სარაიონო კონკურსშიც უნდა მიმეღო მონაწილეობა. იქაც პირველი ადგილი მოვიპოვე, ფინალურ საოლქო კონკურსში კი — მეორე. ყველა ამ კონკურსში ფულით დამაჯილდოვეს. მსურს ამ ფულის ნაწილი საზოგადოებას გადავურიცხო. ვგრძნობ, ამ პრიზების მოპოვებაში ის დამეხმარა, რაც თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ვისწავლე. კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, როდესაც თემა ჟიურის წარვუდგინე (ემბერი, მეექვსე კლასის მოსწავლე).

      მსურს ეს ფული იეჰოვასთვის გავიღო. ჰკითხეთ მას, თუ რაში გამოიყენოთ ის. მან ყველაფერი იცის (კარენი, 6 წლის).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება