საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 1, 2. ა) რა უპასუხა ძმა რასელმა ეკლესიის მსახურს? ბ) რას განვიხილავთ ამ თავში?

      ერთხელ ძმა ჩარლზ რასელს რეფორმატორული ეკლესიის მსახურმა ჰკითხა, როგორ ხდებოდა ბიბლიის მკვლევართა საქმიანობის მართვა.

      — ჩვენთან არ ხდება ფულის შეგროვება, — აუხსნა ძმა რასელმა.

      — აბა, სად შოულობთ ფულს? — ჰკითხა ეკლესიის მსახურმა.

      — სიმართლეს გეტყვით, თუმცა შეიძლება არ დამიჯეროთ, — უპასუხა რასელმა. — როცა ხალხი ჩვენს შეკრებებს ესწრება, ჯამს არავინ უშვერს ფულის ჩასაყრელად. მაგრამ მათ ესმით, რომ უფულოდ არაფერი კეთდება და გულში ამბობენ: „ამ დარბაზს უფასოდ არავინ გააქირავებდა . . . სად შემიძლია ჩემი მცირეოდენი შესაწირავის ჩაყრა?“.

      ეკლესიის მსახურმა უნდობლად შეხედა ძმა რასელს.

      — მართალს გეუბნები, — განაგრძო ძმა რასელმა, — ისინი მეკითხებიან: „სად შემიძლია ჩავყარო მცირეოდენი თანხა ამ საქმისთვის?“. როცა ადამიანი კურთხევას იღებს და ცოტაოდენი ფულიც აქვს, სურს, ის უფლის საქმისთვის გაიღოს. და, თუ არაფერი გააჩნია, რატომ უნდა დავაძალოთ?!a

      2 ძმა რასელი მართალს ამბობდა. ღვთის ხალხი ოდითგანვე უჭერდა მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ნებაყოფლობითი შესაწირავებით.

  • როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • „დახმარებისთვის ადამიანებს არასოდეს მივმართავთ და არც ვთხოვთ“

      7, 8. რატომ არ ითხოვენ იეჰოვას მსახურები ხალხისგან ფულს?

      7 ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისგან განსხვავებით ძმა რასელი და მისი თანამოაზრეები კაპიტალის გასაზრდელად სხვადასხვა მეთოდს არ მიმართავდნენ. „საგუშაგო კოშკის“ მეორე ნომერი შეიცავდა სტატიას სათაურით «გსურთ „სიონის საგუშაგო კოშკი“?», რომელშიც რასელი წერდა: «გვჯერა, რომ „სიონის საგუშაგო კოშკი“ იეჰოვას მხარდაჭერით გამოდის, ამიტომ დახმარებისთვის ადამიანებს არასოდეს მივმართავთ და არც ვთხოვთ, რადგან, თუ მან, ვინც თქვა: „ჩემია მთის ოქრო და ვერცხლი“, შეგვიწყვიტა ფინანსური მხარდაჭერა, დროა შევაჩეროთ ამ ჟურნალის გამოცემა» (ანგ. 2:7—9). მას შემდეგ 130 წელზე მეტი გავიდა და ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ კვლავაც ბევრი მკითხველი ჰყავს, მისი გამომცემელი ორგანიზაცია კი მყარად დგას.

      8 იეჰოვას მსახურები ხალხისგან ფულს არ ითხოვენ. შესაწირავების ასაგროვებლად ისინი არ ატარებენ თეფშებს და არც წერილებით სთხოვენ ვინმეს ფულად დახმარებას. თავიანთი ბიუჯეტის შესავსებად ისინი არ თამაშობენ ბინგოს ან ლატარიას და არც ბაზრობებს მართავენ. მათ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ, როგორც ეს დიდი ხნის წინ გამოცემულ „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „არასდროს მიგვაჩნია სწორად უფლის საქმისთვის ფულის მოთხოვნა, როგორც ეს გავრცელებულია . . . ჩვენი აზრით, უფლის სახელით ფულის სხვადასხვა ხერხით მოთხოვნა შეურაცხმყოფელი და მიუღებელია უფლისთვის. ის არც გამღებს აკურთხებს და არც ამ ფულით გაკეთებულ საქმეს“.b

      „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა“

      9, 10. მოიყვანეთ ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღების ერთ-ერთი მიზეზი.

      9 ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს შესაწირავების გაღებას არავინ გვაიძულებს. პირიქით, სიხარულით ვწირავთ ფულსა თუ სხვა საშუალებებს სამეფოს საქმიანობის მხარდასაჭერად. რატომ ვაკეთებთ ამას ნებაყოფლობით? მოვიყვანოთ სამი მიზეზი.

      10 პირველი, ნებაყოფლობით იმიტომ ვწირავთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და გვინდა მის თვალში მოსაწონი საქმეები ვაკეთოთ (1 იოან. 3:22). იეჰოვა იწონებს მათ, ვინც მთელი გულით გასცემს შესაწირავს. განვიხილოთ, რა თქვა მოციქულმა პავლემ ქრისტიანების მიერ შესაწირავების გაღებაზე (წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:7). ჭეშმარიტი ქრისტიანი უხალისოდ ან იძულებით არ სწირავს. პირიქით, ამას იმიტომ აკეთებს, რომ „გულში გადაწყვიტა“.c სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მას შემდეგ სწირავს, რაც ხედავს საჭიროებას და ფიქრობს, რისი გაკეთება შეუძლია. ასეთი ადამიანი ძვირფასია იეჰოვასთვის, რადგან „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“.

      ორი ბიჭუნა შესაწირავის ყუთში ფულს აგდებს

      მოზამბიკში პატარებიც სიხარულით სწირავენ

      11. რა აღგვძრავს, საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის?

      11 მეორე, მატერიალური შესაწირავებით იეჰოვას მადლობას ვუხდით უხვი კურთხევებისთვის. განვიხილოთ მოსეს კანონში ჩაწერილი გულში ჩამწვდომი პრინციპი (წაიკითხეთ კანონის 16:16, 17). სამ ყოველწლიურ შეკრებაზე დასწრებისას თითოეულ ისრაელ მამაკაცს იეჰოვას კურთხევის შესაბამისად უნდა გაეღო ძღვენი. ასე რომ, დღესასწაულამდე თითოეულს უნდა ეფიქრა თავის კურთხევებზე, გამოეკვლია საკუთარი გული და შემდეგ გადაეწყვიტა, რა იქნებოდა საუკეთესო ძღვენი იეჰოვასთვის. მსგავსად, როცა ვფიქრობთ იეჰოვასგან მიღებულ უამრავ კურთხევაზე, მისთვის საუკეთესოს გაღების სურვილი გვიჩნდება. მთელი გულით გაღებული ძღვენი, რაშიც მატერიალური შესაწირავებიც შედის, ცხადყოფს, რამდენად ვაფასებთ იეჰოვასგან მიღებულ უხვ კურთხევებს (2 კორ. 8:12—15).

      12, 13. როგორ ცხადყოფს ნებაყოფლობითი შესაწირავები, რომ გვიყვარს ჩვენი მეფე და რამდენი უნდა გავიღოთ?

      12 მესამე, ნებაყოფლობითი შესაწირავებით სიყვარულს ვავლენთ ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს მიმართ. რატომ ვამბობთ ამას? გავიხსენოთ, რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ საღამოს (წაიკითხეთ იოანეს 14:23). იესომ თქვა: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს“. იესოს „სიტყვაში“ შედის მითითება, ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე (მათ. 24:14; 28:19, 20). ამ „სიტყვას“ ვიცავთ, როცა შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ და ჩვენს დროს, ენერგიასა და მატერიალურ სახსრებს სამეფოს შესახებ ქადაგებას ვახმართ. ამით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ჩვენი მეფე.

      13 როგორც სამეფოს ერთგულ ქვეშევრდომებს, გვსურს, მთელი გულით დავუჭიროთ მხარი სამეფოს საქმიანობას მატერიალური შესაწირავებით. თუმცა ის, თუ როგორ გავაკეთებთ ამას, პირადი გადასაწყვეტია. საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა საუკეთესოს სწირავს. ჩვენს და-ძმებს შორის ბევრი არ არის შეძლებული (მათ. 19:23, 24; იაკ. 2:5). თუმცა მათთვის მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა და მისი ძე დიდად აფასებენ მთელი გულით გაღებულ შესაწირავებს, თუნდაც მცირეს (მარ. 12:41—44).

  • როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 20. როგორ შეგიძლიათ პატივი მიაგოთ იეჰოვას თქვენი ქონებიდან?

      20 როცა ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენი რამ კეთდება მთელ მსოფლიოში სამქადაგებლო საქმისა და მოწაფეების მომზადებისთვის, აღძრულები ვართ, რომ პატივი მივაგოთ იეჰოვას ჩვენი ქონებიდან (იგავ. 3:9, 10). ჩვენს ქონებაში შედის ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები, სულიერი თვისებები და მსახურებაში მიღებული გამოცდილება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამაში ჩვენი მატერიალური ქონებაც იგულისხმება. უეჭველია, ყველას გვსურს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი სამეფოს საქმის მხარდასაჭერად. გადაწყვეტილი გვქონდეს, შეძლებისდაგვარად გავიღოთ შესაწირავი. ნებაყოფლობითი შესაწირავებით განვადიდებთ იეჰოვას და ცხადვყოფთ, რომ მხარს ვუჭერთ ქრისტეს სამეფოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება