-
როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსებაღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
1, 2. ა) რა უპასუხა ძმა რასელმა ეკლესიის მსახურს? ბ) რას განვიხილავთ ამ თავში?
ერთხელ ძმა ჩარლზ რასელს რეფორმატორული ეკლესიის მსახურმა ჰკითხა, როგორ ხდებოდა ბიბლიის მკვლევართა საქმიანობის მართვა.
— ჩვენთან არ ხდება ფულის შეგროვება, — აუხსნა ძმა რასელმა.
— აბა, სად შოულობთ ფულს? — ჰკითხა ეკლესიის მსახურმა.
— სიმართლეს გეტყვით, თუმცა შეიძლება არ დამიჯეროთ, — უპასუხა რასელმა. — როცა ხალხი ჩვენს შეკრებებს ესწრება, ჯამს არავინ უშვერს ფულის ჩასაყრელად. მაგრამ მათ ესმით, რომ უფულოდ არაფერი კეთდება და გულში ამბობენ: „ამ დარბაზს უფასოდ არავინ გააქირავებდა . . . სად შემიძლია ჩემი მცირეოდენი შესაწირავის ჩაყრა?“.
ეკლესიის მსახურმა უნდობლად შეხედა ძმა რასელს.
— მართალს გეუბნები, — განაგრძო ძმა რასელმა, — ისინი მეკითხებიან: „სად შემიძლია ჩავყარო მცირეოდენი თანხა ამ საქმისთვის?“. როცა ადამიანი კურთხევას იღებს და ცოტაოდენი ფულიც აქვს, სურს, ის უფლის საქმისთვის გაიღოს. და, თუ არაფერი გააჩნია, რატომ უნდა დავაძალოთ?!a
-
-
როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსებაღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
„დახმარებისთვის ადამიანებს არასოდეს მივმართავთ და არც ვთხოვთ“
7, 8. რატომ არ ითხოვენ იეჰოვას მსახურები ხალხისგან ფულს?
7 ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისგან განსხვავებით ძმა რასელი და მისი თანამოაზრეები კაპიტალის გასაზრდელად სხვადასხვა მეთოდს არ მიმართავდნენ. „საგუშაგო კოშკის“ მეორე ნომერი შეიცავდა სტატიას სათაურით «გსურთ „სიონის საგუშაგო კოშკი“?», რომელშიც რასელი წერდა: «გვჯერა, რომ „სიონის საგუშაგო კოშკი“ იეჰოვას მხარდაჭერით გამოდის, ამიტომ დახმარებისთვის ადამიანებს არასოდეს მივმართავთ და არც ვთხოვთ, რადგან, თუ მან, ვინც თქვა: „ჩემია მთის ოქრო და ვერცხლი“, შეგვიწყვიტა ფინანსური მხარდაჭერა, დროა შევაჩეროთ ამ ჟურნალის გამოცემა» (ანგ. 2:7—9). მას შემდეგ 130 წელზე მეტი გავიდა და ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ კვლავაც ბევრი მკითხველი ჰყავს, მისი გამომცემელი ორგანიზაცია კი მყარად დგას.
-