-
რატომ ვიღებთ შესაწირავებს ღვთისთვის, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს?საგუშაგო კოშკი — 2018 | იანვარი
-
-
შესაწირავის გაღება წარსულში
7, 8. როგორ დაგვიტოვეს ძველად მცხოვრებმა ღვთის მსახურებმა შესაწირავის გაღების კარგი მაგალითი ა) ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად? ბ) ღვთის საქმის მხარდასაჭერად?
7 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას საქმის მხარდასაჭერად ხალხი ოდითგანვე იღებდა შესაწირავებს. იყო შემთხვევები, როცა იეჰოვას ხალხი შესაწირავებით მხარს უჭერდა ზოგიერთი პროექტის განხორციელებას. მაგალითად, მოსემ მოუწოდა ხალხს, მოეტანათ შესაწირავები კარვის ასაგებად. მსგავსად მოიქცა მეფე დავითიც, როცა ტაძრის ასაშენებლად საჭირო მასალას აგროვებდა (გამ. 35:5; 1 მატ. 29:5—9). მეფე იეჰოაშის დროს მღვდლებმა შეწირული თანხები იეჰოვას ტაძრის შესაკეთებლად გამოიყენეს (2 მეფ. 12:4, 5). პირველ საუკუნეში, როცა ძმებმა გაიგეს, რომ შიმშილობის გამო თანაქრისტიანებს დახმარება სჭირდებოდათ, „გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“ (საქ. 11:27—30).
8 ზოგჯერ იეჰოვას ხალხი მატერიალურად უჭერდა მხარს მათ, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრა. მოსეს კანონის თანახმად, სხვა ტომებისგან განსხვავებით ლევიანები არ იღებდნენ სამკვიდროს. ისრაელები მათთვის მეათედს სწირავდნენ, რაც ლევიანებს საშუალებას აძლევდა, რომ მთელი ყურადღება კარავში მსახურებაზე გადაეტანათ (რიცხ. 18:21). მსგავსად ამისა, იესოსა და მისი მოციქულების მიმართ გულუხვობას იჩენდნენ ღვთისმოშიში ქალები, „რომლებიც მათ თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ“ (ლუკ. 8:1—3).
9. საიდან ჰქონდათ ღვთის მსახურებს მატერიალური სახსრები, რომლებსაც შესაწირავად იღებდნენ?
9 ის, რასაც ხალხი შესაწირავად იღებდა, სხვადასხვა გზით ჰქონდათ მოპოვებული. მაგალითად, ისრაელებმა უდაბნოში კარვის ასაგებად, როგორც ჩანს, ეგვიპტიდან წამოღებული ნივთებიც შესწირეს (გამ. 3:21, 22; 35:22—24). პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი ყიდდა თავის ქონებას, მაგალითად მინდვრებსა და სახლებს, და აღებული ფული მოციქულებთან მიჰქონდა, ისინი კი ამ თანხებს საჭიროების მიხედვით ანაწილებდნენ (საქ. 4:34, 35). ზოგ ქრისტიანს ყოველთვის ჰქონდა გადადებული თანხა და რეგულარულად სწირავდა მას ღვთის საქმის მხარდასაჭერად (1 კორ. 16:2). ასე რომ, ყველას, მდიდარსა თუ ღარიბს, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში (ლუკ. 21:1—4).
-
-
რატომ ვიღებთ შესაწირავებს ღვთისთვის, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს?საგუშაგო კოშკი — 2018 | იანვარი
-
-
ბიბლიურ დროში ისინი, ვისაც შეწირული თანხების განკარგვა ევალებოდა, ცდილობდნენ, დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს თანხები მიზანმიმართულად იხარჯებოდა. მაგალითად, ეზრა სპარსეთის მეფის მიერ შეწირული ოქრო-ვერცხლითა და სხვადასხვა ნივთით დატვირთული დაბრუნდა იერუსალიმში. დღეს ამ ქონების საფასური 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნებოდა. ეზრა ამ ქონებას იეჰოვასთვის ნებაყოფლობით გაღებულ შესაწირავად თვლიდა. ამიტომ მან კონკრეტული ზომები მიიღო, რომ ეს საგანძური საშიშ ტერიტორიაზე სახიფათო მგზავრობის დროს დაეცვა (ეზრ. 8:24—34). მოციქულმა პავლემ იუდაში მცხოვრები და-ძმების დასახმარებლად გარკვეული თანხა შეაგროვა. ის დარწმუნდა, რომ მათ, ვინც ეს შესაწირავები წაიღო, „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ . . . [გააკეთეს] ყველაფერი პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:18—21). დღეს ჩვენი ორგანიზაცია ჰბაძავს ეზრასა და პავლეს მაგალითს და დიდ სიფრთხილეს იჩენს, როცა საქმე შეწირულ თანხებს ეხება.
-