-
25 აპრილი — 1 მაისიქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2016 | აპრილი
-
-
შეხსენებები კონგრესისთვის (8 წთ.). მოხსენება. აუდიტორიას უჩვენე ვიდეორგოლი „შეხსენებები კონგრესისთვის“ (tv.jw.org, ვიდეოარქივი/ჩვენი საქმიანობა/განსაკუთრებული მოვლენები). მოუწოდე აუდიტორიას, ყველაფერი ისე დაგეგმონ, რომ კონგრესს სამივე დღეს დაესწრონ. აღნიშნე, რა დაიგეგმა თქვენს კრებაში მოსაწვევების გავრცელების კამპანიასთან დაკავშირებით.
-
-
შეხსენებები კონგრესისთვისქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2016 | აპრილი
-
-
იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
შეხსენებები კონგრესისთვის
ნებისმიერ დროს, მათ შორის, კონგრესის პერიოდშიც, ჩვენი საქმეებიდან უნდა ჩანდეს, რომ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი (მათ. 22:37—39). 1 კორინთელების 13:4—8-ში აღწერილია, თუ რა ახასიათებს ნამდვილ სიყვარულს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება . . . სიყვარული არასოდეს მთავრდება“. ვიდეორგოლის „შეხსენებები კონგრესისთვის“ ყურების შემდეგ დაფიქრდი, როგორ შეგიძლია სიყვარულის გამოვლენა კონგრესის პერიოდში.
როგორ გამოვავლინოთ სიყვარული . . .
როცა ადგილებს ვიკავებთ?
შესავალი მუსიკის დაწყებამდე?
იქ, სადაც კონგრესის პერიოდში დავბინავდებით?
როცა ჯერი საკონგრესო დარბაზის დალაგებაზე მიდგება?
-