-
რას ამბობენ სხვები?გამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
-
-
იტალია. „ოლიმპიურ სტადიონზე გუშინ ასეთი სურათი ვნახე — იქ შეკრებილი ოცდაათი ათასი კაცი სულგანაბული უსმენდა პროგრამას . . . არსად არაფერი ეყარა, არ იყო ხმაური და ყვირილი . . . არავინ ლაპარაკობდა ხელების ქნევით, არსად ეყარა სიგარეტის ნამწვი და ალკოჰოლური სასმელების ქილები. დამსწრეებს ბიბლიები ჰქონდათ გადაშლილი და ჩანაწერებს აკეთებდნენ. ბავშვებიც წყნარად ისხდნენ“, — აღნიშნა, ლუნიტამ, რომელმაც რეპორტაჟი გააკეთა რომში გამართული იეჰოვას მოწმეების კონგრესის შესახებ.
-
-
რას ამბობენ სხვები?გამოიღვიძეთ! — 2010 | აგვისტო
-
-
ბრაზილია. ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: „იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ყველასგან გამორჩეულია. მათი თაყვანისცემის ადგილები ყოველთვის სუფთაა. ყველაფერი შესანიშნავადაა ორგანიზებული . . . ადგილები, სადაც განსაკუთრებული ღონისძიებები იმართება, პროგრამის დასრულების შემდეგ გაცილებით სუფთაა, ვიდრე მანამდე იყო. მოხსენებების დროს ისეთი სიწყნარეა, რომ ჩამიჩუმი არ ისმის. არავინ ეჯახება ერთმანეთს. მოწმეები კარგი მანერებით გამოირჩევიან . . . ეს მართლაც ორგანიზებული რელიგიაა. მათ იციან, როგორ სცენ ღმერთს თაყვანი“ (Comércio da Franca).
-