კონგრესს „უჩვეულო“ უწოდეს
ლიმას (პერუ) რადიომაუწყებლობის თანამშრომელს ძალზე საეჭვო თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას მოწმეების შესახებ. მაგრამ მოწმეთა საოლქო კონგრესზე დასწრების შემდეგ მისი თვალსაზრისი რადიკალურად შეიცვალა. ამ კონგრესმა მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ რადიომსმენელებს მის შესახებ კარგი ინფორმაცია მიაწოდა. მოგვყავს ნაწყვეტი მისი ნათქვამიდან:
„კონგრესი ნამდვილად უჩვეულო იყო. ქაღალდის ნაგლეჯსაც კი ვერსად იპოვიდი; ირგვლივ ვერც გამყიდველებს შეამჩნევდი. ვერც ისეთ შეჯგუფებებს ნახავდი, მოძრაობას ხელს რომ უშლიდნენ. 5 200 ადამიანი საკუთარი ხარჯებით მივიდა სტადიონზე; მიიტანეს ვედრო, ტილო, ჩვარი, აქანდაზი, გრძელტარიანი ცოცხი, ჯაგრისი, ხელთათმანი და სარეცხი საშუალება და იქაურობას ალაგებდნენ. სადაც შეღებვა იყო საჭირო, ღებავდნენ. საიდან ამისთვის თანხები? ეს თანხები მათ თავად გაიღეს. როდესაც იგებენ, რომ რაღაცის გაკეთებაა საჭირო, ისინი მაშინვე მზად არიან ფულის დასადებად. ერთ რამეს ვიტყვი, რომ კათოლიკური ეკლესია სულაც არ არის დაინტერესებული ასეთი საკითხებით. მივესალმები იეჰოვას მოწმეებსა და ამ კონგრესის ხელმძღვანელობას. და მთელი გულით მინდა ვუთხრა: დაე ღმერთი იყოს თქვენი შემწე და ღმერთმა გაკურთხოთ“.
წელს მსოფლიოს გარკვეულ ქალაქებში ჩატარდება იეჰოვას მოწმეთა კონგრესი სახელწოდებით: „ღვთისმოსაწონი ცხოვრება“. შენ დაესწრები?
[ჩანართი 32 გვერდზე]
„ქაღალდის ნაგლეჯსაც კი ვერსად იპოვიდი“