რატომ არ უნდა იყოთ მათთან ერთად?
ნჯაკუა ულიმბამ, 73 წლის მამაკაცმა, გასულ წელს დაახლოებით 450 კილომეტრი ფეხით გაიარა, რასაც 16 დღე მოანდომა.
ამ ხანდაზმულმა მამაკაცმა ეს გრძელი გზა იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ყოველწლიურ კონგრესზე დასასწრებად გაიარა. კონგრესის დამთავრების შემდეგ სიხარულისგან აღფრთოვანებული და სულიერად გამხნევებული სახლში ისევ ფეხით დაბრუნდა, რასაც კვლავ 16 დღე მოანდომა. ღირდა ეს კონგრესი ყოველივე ამად? რა თქმა უნდა! ნჯაკუა ულიმბა რამდენიმე წლის განმავლობაში დადიოდა ყოველწლიურად ამხელა გზაზე.
ეს აფრიკელი მამაკაცი გასულ წელს იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე დამსწრე 230-ზე მეტი ქვეყნის 15 მილიონზე მეტი წარმომადგენლიდან ერთ-ერთი იყო. რასაკვირველია, უმეტესობას კონგრესის ადგილზე მოსახვედრად ასე დიდხანს ფეხით სიარული არ დასჭირვებია. უმრავლესობა ავტომობილით, ავტობუსით, მატარებლით ან თვითმფრინავით ჩავიდა კონგრესზე. იყავით თუ არ თქვენც მათ შორის?
1998 წელს მთელ მსოფლიოში (უმეტესწილად ზაფხულის თვეებში ან მშრალ სეზონში) კვლავ ჩატარდება კონგრესები. თუ ჯანმრთელობა ნებას დართავს, ნჯაკუა ულიმბა, ალბათ, კვლავ ფეხით დაადგება კონგრესის ადგილისკენ მიმავალ გრძელ გზას. ის და სხვა მილიონები სასარგებლო, რწმენის განმამტკიცებელ და გამამხნევებელ პროგრამას მოისმენენ. ყველა დამსწრისთვის კონგრესი წლის საუკეთესო პერიოდი იქნება. თქვენც გულთბილად გიწვევენ. თქვენს უბანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიხარულით გეტყვიან, თუ სად ჩატარდება უახლოესი კონგრესი.