საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w08 6/15 გვ. 32
  • ხერხი სჯობია ღონესა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხერხი სჯობია ღონესა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
w08 6/15 გვ. 32

ხერხი სჯობია ღონესა

ცენტრალური აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში სამ ახალგაზრდა ძმას ძალიან უნდოდა საოლქო კონგრესზე დასწრება. მაგრამ როგორ ჩავიდოდნენ კონგრესზე, როცა გადაადგილების არანაირი საშუალება არ ჰქონდათ, კონგრესის ჩატარების ადგილი კი მათი საცხოვრებლიდან დაახლოებით 90 კილომეტრით იყო დაშორებული, თანაც გზა საშინლად მტვრიანი და უსწორმასწორო იყო. ძმებმა სამი ველოსიპედის დაქირავება გადაწყვიტეს, მაგრამ ვერ იპოვეს ისეთი ველოსიპედები, რომელიც ამხელა მანძილს უპრობლემოდ დაფარავდა.

როცა ეს კრების უხუცესმა გაიგო, ძმებს თავისი ძველი ველოსიპედი შესთავაზა, რომელიც კარგ მდგომარეობაში იყო. ის მოუყვა მათ, თუ თავად როგორ მოახერხა ადრე სხვა ძმებთან ერთად კონგრესზე დასწრება. უხუცესმა ძმებს ურჩია, რომ სამივეს ერთი ველოსიპედით ესარგებლათ. ეს ადვილი გამოსავალი იყო, თუმცა არც ისე ადვილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა; მგზავრობისთვის ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმილიყო. როგორ შეძლებდა ეს სამი ძმა ერთი ველოსიპედით მგზავრობას?

ძმები, მცხუნვარე მზეს რომ მორიდებოდნენ, სისხამ დილით შეხვდნენ ერთმანეთს. მათ თავიანთი ბარგი ველოსიპედზე დააწყვეს. ერთი ველოსიპედით წავიდა, ორნი კი მარდი ნაბიჯით გაჰყვნენ უკან. 500 მეტრის გავლის შემდეგ ძმამ ბარგით დატვირთული ველოსიპედი გააჩერა, ხეს მიაყუდა და თავად ფეხით განაგრძო გზა. ველოსიპედი ისეთ ადგილზე იყო გაჩერებული, რომ არავის მოეპარა და უკან მომავალ ძმებსაც ადვილად დაენახათ.

როდესაც ეს ძმები იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც ველოსიპედი იყო გაჩერებული, ერთი ველოსიპედზე დაჯდა, მეორემ კი, ვიდრე მისი ჯერი არ დადგა, კვლავ ფეხით გაიარა 500 მეტრი. კარგი დაგეგმვისა და შეუპოვრობის შედეგად 90 კილომეტრის ნაცვლად ძმებს ფეხით მხოლოდ 60 კილომეტრის გავლა მოუწიათ. ეს ნამდვილად ღირდა ძალისხმევად! მათ ხომ დიდი სიამოვნება მიანიჭა კონგრესზე უამრავ და-ძმასთან ურთიერთობამ და საინტერესო სულიერი პროგრამის მოსმენამ (კან. 31:12). ამ ძმებივით ნურც შენ დაიშურებ ძალ-ღონეს, რომ წლევანდელ საოლქო კონგრესს დაესწრო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება