-
იეჰოვა კრებს სიხარულით აღსავსე თავის მსახურებსსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
-
-
2 ათასობით წლის წინ ღვთის ხალხს მსგავსადვე ჰქონდა წმინდა შეკრებები. განვიხილოთ ბიბლიური დროის ასეთი დიდი შეკრებები და ვნახოთ, რა მსგავსებაა ძველ და თანამედროვე შეკრებებს შორის. აგრეთვე ყურადღება გავამახვილოთ იმ კურთხევებზე, რომლებიც მათზე დასწრებას მოაქვს (ფსალმ. 44:1; რომ. 15:4).
დიდი ისტორიული შეკრებები წარსულში და დღეს
3. ა) როგორი იყო ბიბლიაში მოხსენიებული იეჰოვას ხალხის პირველი დიდი შეკრება? ბ) როგორ ატყობინებდნენ ისრაელებს, რომ უნდა შეკრებილიყვნენ?
3 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სულიერი დასწავლების მისაღებად ღვთის ხალხის პირველი დიდი შეკრება ჩატარდა სინას მთასთან. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო წმინდა თაყვანისმცემლობის ისტორიაში. ამ ამაღელვებელი და დაუვიწყარი შეკრების დროს იეჰოვამ აჩვენა ისრაელებს თავისი ძალა და მისცა კანონთა კრებული (გამ. 19:2—9, 16—19; წაიკითხეთ გამოსვლის 20:18; კანონის 4:9, 10). ამ მოვლენამ საფუძველი ჩაუყარა ისრაელებთან ღვთის შემდგომ ურთიერთობას. არც ისე დიდი ხნის შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა, მომავალში როგორ შეეკრიბა ხალხი. იეჰოვას მითითებისამებრ, მოსემ გააკეთა ორი ვერცხლის საყვირი, რომელთა მეშვეობით უნდა შეეკრიბა „მთელი კრებული . . . შეხვედრის კარვის შესასვლელთან“ (რიცხ. 10:1—4). წარმოიდგინეთ, რა შთამბეჭდავი შეხვედრა იქნებოდა!
4, 5. რით იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი შეხვედრები, რომლებიც მოსესა და იესო ნავეს ძის დროს ჩატარდა?
4 უდაბნოში ისრაელების 40-წლიანი ხეტიალის ბოლოს, როდესაც ამ შედარებით ახალი ერის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მოსემ მთელი ერი შეკრიბა. ისინი იდგნენ აღთქმული მიწის საზღვართან. ეს იყო საუკეთესო დრო, რომ მოსეს შეეხსენებინა ისრაელებისთვის ყოველივე ის, რაც იეჰოვამ მათ გაუკეთა და რის გაკეთებასაც აპირებდა (კან. 29:1—15; 30:15—20; 31:30).
5 შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრის დროს წამოჭრა მოსემ ღვთის ხალხის რეგულარული შეკრებებისა და დასწავლების საკითხი. ყოველ მე-7 წელს, კარვობის დღესასწაულზე, კაცები, ქალები, ბავშვები და ხიზნები უნდა შეკრებილიყვნენ იეჰოვას მიერ არჩეულ ადგილას, რათა მოესმინათ, ესწავლათ, ჰქონოდათ იეჰოვასადმი შიში და შეესრულებინათ კანონის ყველა სიტყვა (წაიკითხეთ კანონის 31:1, 10—12). ღვთის ხალხის ისტორიის დასაწყისიდანვე ცხადი იყო, რომ ისინი ხშირად უნდა შეკრებილიყვნენ იეჰოვას სიტყვასა და განზრახვებზე დასაფიქრებლად. როცა ისრაელებმა მთლიანად დაიპყრეს აღთქმული მიწა, მათ გარშემო კვლავ ცხოვრობდნენ წარმართი ერები. იესო ნავეს ძემ შეკრიბა ყველა ისრაელი, რათა განემტკიცებინა მათი გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ იეჰოვას ერთგულები. იმ დღეს მთელმა ერმა დაიფიცა, რომ ისინი ემსახურებოდნენ ღმერთს (იეს. 23:1, 2; 24:1, 15, 21—24).
-
-
იეჰოვა კრებს სიხარულით აღსავსე თავის მსახურებსსაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
-
-
სიხარულის მომტანი დღესასწაულები
11. რა დღესასწაულები დააწესა იეჰოვამ ძველ ისრაელში?
11 იეჰოვა მოითხოვდა ისრაელებისგან, შეკრებილიყვნენ იერუსალიმში, რათა აღენიშნათ სამი ყოველწლიური დღესასწაული: უფუარობის, კვირებისა (მოგვიანებით მას ეწოდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაული) და კარვობის დღესასწაულები. ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით ღმერთმა მათ უთხრა: „ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას სახის წინაშე“ (გამ. 23:14—17). მამაკაცების უმრავლესობას ესმოდა, რომ ასეთ დღესასწაულებს უდიდესი სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ მთელი ოჯახებით ესწრებოდნენ მათ (1 სამ. 1:1—7; ლუკ. 2:41, 42).
12, 13. რას ნიშნავდა მრავალი ისრაელისთვის ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასწრება?
12 დაფიქრდით იმაზე, თუ რას ნიშნავდა ისრაელი ოჯახისთვის მგზავრობა. მაგალითად, იოსებსა და მარიამს ნაზარეთიდან იერუსალიმამდე დაახლოებით 100 კილომეტრი უნდა გაევლოთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ პატარა ბავშვებთან ერთად ასეთი მგზავრობისთვის. იმ შემთხვევიდან, როდესაც 12 წლის იესო იერუსალიმში ჩავიდა, ჩანს, რომ ნათესავები და ნაცნობები ასეთ დღესასწაულებზე ჯგუფურად მიემგზავრებოდნენ. მგზავრობა, საჭმლის ერთად მომზადება და უცხო ადგილას შესაფერისი ღამის გასათევის ნახვა საკმაოდ რთული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, იქ საკმაოდ უსაფრთხო გარემო იყო, რომ იესოს ასაკის ბავშვებისთვის გარკვეული თავისუფლება მიეცათ. წარმოიდგინეთ, რაოდენ დაუვიწყარი იქნებოდა ეს ყველაფერი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის (ლუკ. 2:44—46).
13 მას შემდეგ, რაც ისრაელები გაიფანტნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასასწრებად მრავალი ეროვნების ადამიანი ჩამოდიოდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩამოსულები იყვნენ იუდეველები და პროზელიტები იტალიიდან, ლიბიიდან, კრეტადან, მცირე აზიიდან და შუამდინარეთიდან (საქ. 2:5—11; 20:16).
14. რატომ იყო კარგი ისრაელებისთვის ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასწრება?
14 ერთგული ისრაელებისთვის ამ დღესასწაულებზე დასწრებისას ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი მხარე იყო. ისინი სიხარულით სცემდნენ თაყვანს ღმერთს ათასობით სხვა თანამორწმუნესთან ერთად. რა გავლენას ახდენდა ეს დღესასწაულები დამსწრეებზე? ამ კითხვაზე პასუხი შეგვიძლია ვნახოთ იეჰოვას იმ მითითებებში, რომლებიც მან თავის ხალხს კარვობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისცა: „იმხიარულეთ დღესასწაულის დროს შენ, შენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა, ლევიანებმა, ხიზნებმა, ქვრივებმა და უმამო ბავშვებმა, რომლებიც შენი კარიბჭეების შიგნით ცხოვრობენ. შვიდ დღეს იზეიმე დღესასწაული იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს, რადგან იეჰოვა, შენი ღმერთი გიკურთხებს მოსავალს და შენი ხელის ყოველ საქმეს, და სულ გახარებული იქნები“ (კან. 16:14, 15; წაიკითხეთ მათეს 5:3).
-