საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/13 გვ. 8
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
km 4/13 გვ. 8

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განმეორებითი მონახულებისას შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ორი ბროშურიდან, „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ერთ-ერთი. ეცადე, დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ივნისსა და ივლისში: შესთავაზე ამ ტრაქტატებიდან ერთ-ერთი: „მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება!“, „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“, „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ ან „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. თუ ინტერესი გამოავლინა, აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ამ ორი ბროშურიდან ერთ-ერთით „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“. აგვისტოში: შესთავაზე ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ ან შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურებიდან რომელიმე: „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“, „რა არის სიცოცხლის აზრი?“ და „რას გვამცნობს ბიბლია?“.

◼ თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ დრო გამოყოთ კონგრესზე დასწრებასთან დაკავშირებით რჩევებისა და შეხსენებების გასამეორებლად, რომელიც 22 აპრილით დაწყებულ კვირაში განიხილება. კონგრესიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, სამსახურებრივ შეხვედრაზე ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს შეგიძლიათ გაიმეოროთ კონგრესის მნიშვნელოვანი აზრები, რომლებიც დაეხმარა მაუწყებლებს სამქადაგებლო მსახურებაში.

◼ თუ სხვა ქვეყანაში გეგმავთ მოგზაურობას და იქ საოლქო კონგრესზე დასწრებას, თქვენთვის დამხმარე იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე www.pr2711.com მოცემული ინფორმაცია. იხილეთ „ჩვენ შესახებ“ და აირჩიეთ „კონგრესები“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება