განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მაისსა და ივნისში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ან ამ ბუკლეტებიდან ერთ-ერთი: „რა არის თქვენთვის ბიბლია?“, „როგორი მომავალი გველის?“, „რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისთვის?“, „ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?“ ან „დასრულდება ოდესმე ტანჯვა?“. ივლისში: ერთ-ერთი ამ 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“, „რას გვამცნობს ბიბლია?“ და „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“.
◼ საოლქო კონგრესის წინა კვირაში კრების შეხვედრის პროგრამაში შესაძლოა მცირე ცვლილებების შეტანა მოგიხდეთ, რათა განიხილოთ ის რჩევები და შეხსენებები, რომლებიც მოცემულია „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამავე ნომერში და კრებებისთვის მიწერილ, 2013 წლის 3 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში, რომელიც ეხება სულიერ ღონისძიებებზე უსაფრთხოების ზომებს. კონგრესიდან ერთ ან ორ თვეში ადგილობრივ მოთხოვნილებებში შეგიძლიათ განიხილოთ კონგრესზე მოსმენილი აზრები, რომლებიც მაუწყებლებს მსახურებაში გამოადგებათ.