საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/12 გვ. 8
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
km 4/12 გვ. 8

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, განიხილეთ ტრაქტატი „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“ და შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. როდესაც განმეორებით მოინახულებთ მათ, ვინც ესწრებოდა გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვს კრებასთან, შესთავაზეთ ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ივნისში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი და არ სურს ბიბლიის შესწავლის დაწყება, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს მობინადრისთვის საინტერესო ჟურნალის ძველი ნომერი ან ბროშურა. ივლისში: ერთ-ერთი ამ 32-გვერდიანი ბროშურიდან: „რას გვამცნობს ბიბლია?“, „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „რა არის სიცოცხლის აზრი?“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“, „ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია“ (მუსლიმანებისთვის). განმეორებითი მონახულებისას შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ორი ბროშურიდან, „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ერთ-ერთი. ეცადეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა.

◼ თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ დრო გამოყოთ კონგრესზე დასწრებასთან დაკავშირებით რჩევებისა და შეხსენებების გასამეორებლად. კონგრესიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, სამსახურებრივ შეხვედრაზე ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს შეგიძლიათ გაიმეოროთ კონგრესის მნიშვნელოვანი აზრები, რომლებიც დამხმარე აღმოჩნდა მაუწყებლებისთვის სამქადაგებლო მსახურებაში.

◼ თუ სხვა ქვეყანაში გეგმავთ მოგზაურობას და იქ საოლქო კონგრესზე დასწრებას, თქვენთვის დამხმარე იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე (www.pr2711.com) მოცემული ინფორმაცია. იხილეთ „ძებნა“, ბმული „კონგრესები“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება