-
5. კომუნიკაციაგამოიღვიძეთ! — 2018 | No. 2
-
-
ყოველთვის მზად იყავით შვილებთან სასაუბროდ. გვიან ღამითაც რომ მოუნდეთ საუბარი, ნუ ეტყვით უარს.
„შეიძლება გაღიზიანებულმა შვილს ასეთი რამ უთხრათ: მთელი დღე ერთად ვიყავით და ახლა მოგინდა ლაპარაკი?! მაგრამ როგორ უნდა უსაყვედურო შვილს, თუ მას შენთვის გულის გადაშლა მოუნდა?! განა ამას არ ნატრობს ყველა მშობელი?!“ (ლიზა).
„მიყვარს თავის დროზე დაძინება, მაგრამ ყველაზე გულახდილად მე და ჩემს მოზარდ შვილებს ღამის საათებში გვისაუბრია“ (ჰერბერტი).
ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).
-
-
5. კომუნიკაციაგამოიღვიძეთ! — 2018 | No. 2
-
-
შვილებთან სასაუბროდ ხელიდან არ გაუშვათ ხელსაყრელი სიტუაციები. ხშირად შვილს უფრო უადვილდება გულღიად საუბარი, როცა მშობელი პირისპირ არ უზის.
„ჩვენ მანქანით მგზავრობის დროს ვსაუბრობთ ხოლმე. რადგან გვერდიგვერდ ვზივართ და არა პირისპირ, ჩვენ შორის ბევრჯერ საინტერესო საუბარი შემდგარა“ (ნიკოლი).
სასაუბროდ კარგი გარემო მაშინაც იქმნება, როცა ოჯახი ერთად სადილობს ან ვახშმობს.
„ვახშმის დროს ერთმანეთს ვუყვებით დღის მანძილზე მომხდარ როგორც კარგ, ისე ცუდ ამბებს. ეს აერთიანებს ჩვენს ოჯახს; ყველას ისეთი განცდა გვაქვს, რომ პრობლემებთან ჭიდილი მარტო არ გვიწევს“ (რობინი).
ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას“ (იაკობი 1:19).
-