-
როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
-
-
გარემოს „დამცველი“
კარგად შენახული კორპის ტყე იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს შეუძლია მოსავალი ისე აიღოს, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს. ძველი კორპის მუხები ალამაზებს ქალაქგარეთა ტერიტორიას; მსხვილფეხა საქონელი, რომელიც კორპის მუხის ქვეშ ძოვს ბალახს, მის ჩრდილქვეშ აფარებს თავს და მისი ნაყოფით იკვებება. გარდა ამისა, ზაფხულის ხვატში კორპის მუხის ქვეშ საკმაოდ გრილა.
გადაშენების პირას მყოფ რამდენიმე სახეობის ფრინველს, მათ შორის ბეგობის არწივს, სვავსა და შავ ყარყატს, მოხერხებული ბუდე რომ გაიკეთოს, სწორედ დიდი კორპის მუხები სჭირდება. კორპის ტყე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან, სადაც გადაშენების პირას მისული იბერიული ფოცხვერი ჯერ კიდევ იდებს ბინას. ახლახან ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა განაცხადა, რომ ამ სახეობის ფოცხვერის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება კორპის ინდუსტრია ესპანეთსა და პორტუგალიაში.
-
-
როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2011 | ივლისი
-
-
რამდენი წლის უნდა იყოს კორპის მუხა, რომ მისი ქერქისგან საცობები დამზადდეს?
მაღალი ხარისხის საცობების დასამზადებლად კორპის მუხა, სულ მცირე, 50 წლის უნდა იყოს, თუმცა კორპის ქერქის პირველად მოხდა შესაძლებელია მისი თესლის გაღივებიდან 25 წელიწადში. ძალიან ცოტა თუ შეძლებს 50 წელი ლოდინს ასეთი მაღალი ხარისხის მოსავლის ასაღებად. სინამდვილეში არ მეგულება ისეთი საწარმო, რომელიც ამდენ ხანს დაიცდის სარგებლის მისაღებად.
რამდენ ხანს ცოცხლობს კორპის მუხა?
კორპის მუხის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 200 წელია. ზოგი სახეობის კორპის მუხა გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. კორპის მუხას ქერქს ყოველ ცხრა წელიწადში ხდიან.
-