საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას განზრახვა დიდებულად სრულდება
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
    • 9. რა დანაპირებია ჩაწერილი რომაელთა 8:21-ში?

      9  ისინი, ვისაც მიწიერი იმედი აქვთ, მოუთმენლად მოელიან იმ დროს, როცა ადამიანი „გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან“ (რომაელთა 8:21). გათავისუფლების პროცესი მაშინ დაიწყება, როცა ქრისტე და მისი ზეციერი ლაშქარი „დიდი გასაჭირის“ კულმინაციურ მომენტში — არმაგედონში — გაანადგურებენ სატანის ბოროტ სისტემას, რის შემდეგაც ქრისტეს ათასწლიანი მეფობა კურთხევებს მოიტანს (გამოცხადება 19:17—21; 20:6).

  • იეჰოვას განზრახვა დიდებულად სრულდება
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
    • წინ საოცარი თავისუფლება გველოდება

      11. რა საოცარ თავისუფლებას მიიღებენ ისინი, ვინც დიდ გასაჭირს გადაიტანს?

      11  მას შემდეგ, რაც დიდი გასაჭირი თავის კულმინაციას მიაღწევს არმაგედონში და დედამიწა ბოროტებისგან გაიწმინდება, სატანა ეშმაკი აღარ იქნება ქვეყნიერების ღმერთი. იეჰოვას თაყვანისმცემლებს მეტად აღარ მოუწევთ სატანის მზაკვრული ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლა (2 კორინთელთა 4:4; გამოცხადება 20:1, 2). ცრუ რელიგია მეტად ვეღარ შეურაცხყოფს იეჰოვას და ვეღარ შეძლებს ადამიანთა საზოგადოების დაყოფას. ხელისუფლებები ჭეშმარიტი ღვთის მსახურებს მეტად ვეღარ მოექცევიან უსამართლოდ და ვეღარ დაჩაგრავენ მათ. რა საოცარი თავისუფლება მოგველის!

      12. როგორ გათავისუფლდება ყველა ადამიანი ცოდვისა და მისი შედეგებისგან?

      12  იესო, როგორც „ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“, თავისი მსხვერპლის საფასურს კაცობრიობის ცოდვების წარსახოცად გამოიყენებს (იოანე 1:29). როცა იესო დედამიწაზე ყოფნისას მიუტევებდა ადამიანებს თავიანთ შეცოდებებს, ამის დასადასტურებლად კურნავდა მათ (მათე 9:1—7; 15:30, 31). მსგავსადვე, ქრისტე იესო, როგორც ღვთის სამეფოს ზეციერი მეფე, სასწაულებრივად განკურნავს უსინათლოებს, მუნჯებს, ყრუებს, ხეიბრებს, ფსიქიურად დაავადებულებსა და ნებისმიერი სხვა სახით გატანჯულ ადამიანებს (გამოცხადება 21:3, 4). ყველა მორჩილი ადამიანი სრულიად გათავისუფლდება „ცოდვის კანონისგან“, რის შედეგადაც მათი აზრები და ქცევები მათთვისაც სასიამოვნო იქნება და ღვთისთვისაც (რომაელთა 7:21—23, აფ). ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს ისინი ადამიანურ სრულყოფილებას მიაღწევენ და ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის ‘ხატად და მსგავსებად’ იქცევიან (დაბადება 1:26).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება