საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ვთქვით უარი აბორტზე?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • რატომ ვთქვით უარი აბორტზე?

      ვიქტორიამ, რომელიც პირველ სტატიაში იყო მოხსენიებული, თავის შეყვარებულს უთხრა, რომ აბორტს არ გაიკეთებდა. ის ამბობს: „ვგრძნობდი, რომ ჩემში სიცოცხლე იყო. ვიცოდი, რომ თუ ბილთან დავრჩებოდი, მხარში არ ამომიდგებოდა, ამიტომ მივატოვე“.

      მოგვიანებით ბილმა აზრი შეიცვალა და ვიქტორიას სთხოვა, ცოლად გაჰყოლოდა, თუმცა ახალშობილზე ზრუნვა ადვილი არ აღმოჩნდა. „ჩვენ არც მანქანა გვყავდა, არც ფული გაგვაჩნდა, ტანსაცმელიც რამდენიმე ხელი გვქონდა, თითქმის არაფერი გვებადა, — იხსენებს ვიქტორია. — ბილს დაბალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა, ვცხოვრობდით ქირით კეთილმოუწყობელ ბინაში. საბედნიეროდ, ყველაფერს გავუძელით“.

  • რატომ ვთქვით უარი აბორტზე?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • კონი სამი ვაჟის დედაა, რომელთაგანაც ერთი ინვალიდია. ამიტომ, კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა მისთვის წარმოუდგენელი იყო. ის ამბობს: „კიდევ ერთი შვილის რჩენას ვეღარ შევძლებდით. გადავწყვიტეთ, აბორტი გამეკეთებინა“. მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, კონი თავის თანამშრომელს, კეის დაელაპარაკა. კეიმ დაანახვა კონის, რომ ის მუცლით ცოცხალ არსებას ატარებდა, რამაც კონი დააფიქრა და გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

      კონის პრაქტიკული დახმარება სჭირდებოდა, რომ ყველაფერი კარგად დაეგეგმა. კეიმ ურჩია კონის, რომ დახმარებისთვის დეიდასთვის მიემართა, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა. კონის დეიდა სიხარულით ამოუდგა მხარში. მალე კონის მეუღლემ მეორე სამსახური იშოვა; ისინი ისეთ ბინაში გადავიდნენ, სადაც შედარებით ნაკლებ ქირას იხდიდნენ. ამგვარად ისინი, ბავშვის დაბადებისთვის მოემზადნენ.

      კეი აგრეთვე კონის იმ სააგენტოების მისამართების მოძებნაშიც დაეხმარა, რომლებიც დახმარებას უწევენ დაუგეგმავი ბავშვების მომლოდინე დედებს.

  • რატომ ვთქვით უარი აბორტზე?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • სტეფანის, რომელიც ბავშვის მოშორებას აპირებდა, სონოგრამის დროს თავისი ორი თვის ჩანასახი ანახეს. ის ამბობს: „თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. გავიფიქრე, როგორ გავიმეტო ცოცხალი არსება-მეთქი?“

      ახალგაზრდა დენიზა, რომელიც დაუქორწინებელი იყო, მიხვდა, რომ ცოცხალ არსებას ატარებდა მუცლით. როდესაც მისმა შეყვარებულმა ფული მისცა ბავშვის მოსაცილებლად, დენიზამ უთხრა: „აბორტი?! ამას არასოდეს გავაკეთებ!“ ის არ დათახმდა საკუთარი შვილის მკვლელობაზე.

  • რატომ ვთქვით უარი აბორტზე?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • ჩვიდმეტი წლის მონიკა თავის შეყვარებულისგან ზუსტად იმ დროს დაფეხმძიმდა, როცა ბიზნეს-სკოლაში აპირებდა სწავლის დაწყებას. როცა ეს დედამისმა, ხუთი შვილის დედამ და ქვრივმა, გაიგო, შოკში ჩავარდა. მას ძალიან სურდა, რომ მის ქალიშვილს განათლება მიეღო და თავი დაეღწია სიღარიბისთვის. სასოწარკვეთილი დედა დაჟინებით სთხოვდა მონიკას ბავშვის მოშორებას. მონიკა ყვება: „როცა ექიმმა მკითხა, მსურდა თუ არა აბორტის გაკეთება, გადაჭრით ვუთხარი უარი“.

      გამწარებულმა დედამ, რომელსაც უნდოდა, რომ თავის შვილს უკეთესი მომავალი ჰქონოდა, წარმოიდგინა, რამხელა სირთულეს წარმოქმნიდა ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი, ამიტომ მონიკა სახლიდან გააგდო. მონიკა დეიდამ შეიფარა. რამდენიმე კვირაში დედას გული მოულბა და მონიკა სახლში დააბრუნა. ის დაეხმარა მონიკას პატარა ლიონის გაზრდაში. მას ძალიან შეუყვარდა თავისი შვილიშვილი.

      ერთ გათხოვილ ქალს, რობინს, სხვა სახის ზეწოლა ჰქონდა. „მაშინ დავფეხმძიმდი, როცა თირკმელებზე ვკურნალობდი. ჩემი ექიმის აზრით, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილი დაიბადებოდა“. ექიმი მას აბორტის გაკეთებას ურჩევდა. რობინი ყვება: „მე ავუხსენი მას ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე და ვუთხარი, რომ აბორტს ვერ გავიკეთებდი“.

      ექიმის შიში უსაფუძვლო არ იყო, მაგრამ უშუალოდ რობინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.a „როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა, მას მსუბუქი ცერებრული დამბლა აღმოაჩნდა. ახლა ის 15 წლისაა და თავს კარგად გრძნობს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო უკეთ კითხულობს. დღეში რამდენჯერმე ვუხდი იეჰოვას მადლობას, რომ ქალიშვილი მაჩუქა, ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

      ღმერთთან სიახლოვე ძალას მოგცემთ

      ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ფსალმუნი 25:14).

      მიზეზი იმისა, თუ რატომ ამბობს ბევრი უარს აბორტზე, არის ის, რომ ისინი ითვალისწინებენ ამ საკითხზე შემოქმედის თვალსაზრისს. ღმერთთან ახლო ურთიერთობა და მის მოსაწონად ცხოვრება მათი ცხოვრების კრედოა. სწორედ ამის გამო გადადგა ზემოხსენებულმა ვიქტორიამ ასეთი გაბედული ნაბიჯი. ვიქტორია ამბობს: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთია სიცოცხლის მომცემი და ბავშვის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ მქონდა“.

      ვიქტორიამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და თანდათანობით ღმერთს დაუახლოვდა. ის აღნიშნავს: „სწორმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დამაახლოვა ღმერთთან და სურვილი გამიჩინა, რომ ყოველთვის მესიამოვნებინა მისთვის. როცა ღმერთს ხელმძღვანელობას ვთხოვდი, ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა“.

  • რატომ ვთქვით უარი აბორტზე?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • არავითარი სინანული

      მშობლებს, რომლებმაც ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, არ სტანჯავთ დანაშაულისა და დანაკლისის გრძნობა. რაც დრო გადის, უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ „მუცლის ნაყოფი“ ჯილდოა და არა წყევლა (ფსალმუნი 127:3). ზემოხსენებულმა კონიმ ეს მშობიარობიდან სულ რაღაც ორ საათში გააცნობიერა. გახარებულმა კონიმ დაურეკა თავის თანამშრომელ კეის და უთხრა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა თავის პატარა გოგონაზე ზრუნვას. სიხარულით აღვსილმა კონიმ დასძინა: „ღმერთი ნამდვილად არ აკლებს კურთხევას მათ, ვინც მის მოსაწონად იქცევა!“

      რატომ უნდა ვაფასებდეთ სიცოცხლეს? ღმერთი, სიცოცხლის წყარო, გვიდგენს კანონებსა და ნორმებს ‘ჩვენდა სასიკეთოდ’ (კანონი 10:13).

      აბორტზე უარის თქმამ ბილისა და ვიქტორიას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. „ჩვენ ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლები ვიყავით, ასე რომ გაგვეგრძელებინა, სიკვდილს ვერ გადავურჩებოდით. მაგრამ ჩვენი არშობილი ბავშვის წყალობით საკუთარ ცხოვრებაზე დავფიქრდით და იეჰოვას მოწმეების დახმარებით შევიცვალეთ“.

      ბილისა და ვიქტორიას ვაჟი, ლანსი ახლა 34 წლისაა და 12 წელზე მეტია, რაც დაქორწინებულია. ლანსი ამბობს: „მშობლები ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ღვთის სიტყვით მეხელმძღვანელა. მე, ჩემი მეუღლე და შვილი ბედნიერი ვართ, ამ რჩევას რომ ვითვალისწინებთ“. ლანსის მამა, რომელიც თავიდან ვიქტორიას აბორტის გაკეთებას სთხოვდა, ამბობს: „ტანში ჟრუანტელი მივლის იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლებოდა ჩვენი საყვარელი შვილი მოგვეკლა“.

      ახლა დავუბრუნდეთ მონიკას, რომელმაც დედის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, აბორტი არ გაიკეთა. ის ყვება: „ჩემი ბიჭის დაბადებიდან ორ კვირაში იეჰოვას მოწმეებმა მომაკითხეს და ამიხსნეს, რას ნიშნავს ღვთის მოსაწონად ცხოვრება. ლეონსაც ვასწავლიდი, რომ ყოფილიყო ღვთის მორჩილი და მალე მას ძალიან შეუყვარდა ღმერთი. ლეონი ახლა იეჰოვას მოწმეა და მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს“.

      ლეონი დედამისის შესახებ ამბობს: „დედაჩემს იმდენად ვუყვარდი, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად, სასიკვდილოდ არ გამიმეტა. ამიტომ, მინდა, რომ ჩემი სიცოცხლის წლები საუკეთესოდ გამოვიყენო და ამით მადლიერება გამოვხატო ღვთის მიმართ, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა“.

  • რატომ ვთქვით უარი აბორტზე?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
    • [სურათი 7 გვერდზე]

      სონოგრამაზე ორი თვის ნაყოფის ხილვამ სტეფანის სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა

      (მონახაზი დამატებულია)

      [სურათი 8 გვერდზე]

      ვიქტორია და ლანსი

      [სურათი 8, 9 გვერდებზე]

      ვიქტორია და ბილი ლანსთან და მის ოჯახთან ერთად დღეს

      [სურათი 9 გვერდზე]

      მონიკა და მისი ვაჟი, ლეონი ძალიან ბედნიერები არიან, რომ 36 წლის წინ მონიკამ წინააღმდეგობის მიუხედავად, აბორტი არ გაიკეთა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება