საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უნდა გვწამდეს სამება?
    გამოიღვიძეთ! — 2013 | აგვისტო
    • ბიბლიის წერა ახ. წ. პირველ საუკუნეში დასრულდა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ახ. წ. 325 წელს ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი, თურქეთი) გამართულ კრებაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა სწავლებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სამების დოგმატს. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ მიხედვით, ნიკეის კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს თანახმად, ოფიციალურად პირველად განისაზღვრა ქრისტიანული დოგმატიკა, მათ შორის ქრისტესა და ღვთის ბუნება. რატომ გახდა საჭირო მათი მდგომარეობის განსაზღვრა მას შემდეგ, რაც ბიბლიის წერა უკვე დასრულებული იყო? ნუთუ ბიბლიაში კონკრეტულად არაფერი ეწერა ამ საკითხის შესახებ?

      ღმერთია იესო?

      იმ დროისთვის, როდესაც კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მათ, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა ეკავათ ღმერთსა და იესოს. ღმერთი იყო იესო? თუ ღვთის მიერ იყო შექმნილი? ამ საკითხის გადასაჭრელად კონსტანტინემ ნიკეაში ეკლესიის წინამძღოლები მოიწვია. მაგრამ მისი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა არ ყოფილა. მას უბრალოდ არ სურდა, რომ რელიგიური განხეთქილების გამო მისი იმპერია დაყოფილიყო.

      „ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა“ (1 კორინთელები 8:6).

      კონსტანტინემ ასობით ეპისკოპოსი შეკრიბა და სთხოვა, რომ ერთსულოვან შეთანხმებამდე მისულიყვნენ, მაგრამ მისი თხოვნა ამაო აღმოჩნდა. ამიტომ მან წამოაყენა წინადადება, რომ კრებას ეღიარებინა ბუნდოვანი სწავლება ქრისტესა და ღმერთის, როგორც „ერთარსის“ (ჰომოუსიოს) შესახებ. სამების დოგმატს სწორედ ეს არაბიბლიური, ბერძნული ფილოსოფიური ტერმინი დაედო საფუძვლად. ეს დოგმატი მოგვიანებით ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი სწავლება გახდა.

  • უნდა გვწამდეს სამება?
    გამოიღვიძეთ! — 2013 | აგვისტო
    • ისტორიული ცნობები:

      • ერთი ენციკლოპედიის თანახმად, „სარწმუნოების სიმბოლო საბოლოო სახით ჩამოყალიბდა არა ნიკეის (325 წ.), არამედ კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381 წ.)“ (The New Westminster Dictionary of Church History).

      • «325 წელს ნიკეის კრებაზე გადაწყდა, რომ მამა და ძე „ერთარსნი“ არიან და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო [სამების] დოქტრინას» (Encyclopædia Britannica).

  • უნდა გვწამდეს სამება?
    გამოიღვიძეთ! — 2013 | აგვისტო
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება