შენი საუბარი გამანადგურებელია თუ აღმშენებლური?
ამ ძნელ დროში არ არის გასაკვირი, რომ ბევრი დათრგუნულია და ‘შემუსრულია გულით’ (ფსალმუნი 34:18, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). ამიტომ, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, მუდმივად საჭიროა ‘სულმოკლეთათვის ნუგეშისცემა’ და ‘უძლურთათვის მხარის დაჭერა’ (1 თესალონიკელთა 5:14). მაგრამ თუ ვინმე გვაწყენინებს ან ჩვენს წინააღმდეგ რაღაც სერიოზულს მოიმოქმედებს? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვამართლებთ ასეთი პიროვნებისთვის შენიშვნის მიცემას. თუმცა სიფრთხილე აუცილებელია. უხეში ფორმით მიცემული რჩევა, სამართლიანიც, რომ იყოს საზიანო იქნებოდა. იგავნის მე-12 თავის მე-18 მუხლი აცხადებს: „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს“.
ამიტომ, როდესაც ვაპირებთ ვინმეს რაიმე შენიშვნა მივცეთ ან გაუგებრობა გავარკვიოთ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ იგავნის მე-12 თავის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი: ‘ბრძენკაცის ენა მკურნალია’. ყოველთვის შეეკითხე შენს თავს „გამოსწორება რომ მჭირდებოდეს, როგორ ვისურვებდი რომ მომპყრობოდნენ?“ ჩვენგან უმეტესობა წახალისებას უფრო ეხმაურება ვიდრე კრიტიკას. ასე რომ, ნუ დაიშურებ გამამხნევებელ სიტყვებს. ეს ხშირად მისცემს მწყენინებელს გამოსწორების სტიმულს და უფრო მეტად შესაძლებელია მადლიერი დარჩეს დახმარებისთვის.
რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვის შერბილებული, წყნარი სიტყვები! აღმშენებლურ სიტყვებზე მსმენელს ფსალმუნმომღერლის მსგავსი თვალსაზრისი ექნება, რომელმაც დაწერა: „დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს“ (ფსალმუნი 140:5).