-
როგორ აძლევთ რჩევას?საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 მარტი
-
-
3 თავმდაბლად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა
„ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოან. 8:28).
ოდესმე თუ გითქვამთ: „მე რომ შენ ადგილას ვიყო . . .“? მაშინაც კი, თუ პასუხი ცხადზე ცხადია, კარგი იქნებოდა იესოს თავმდაბლობისა და მოკრძალებისთვის მიგვებაძა. მას ნებისმიერ ადამიანზე დიდი სიბრძნე და გამოცდილება ჰქონდა; მიუხედავად ამისა, იესომ თქვა: „ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ . . . მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო“ (იოან. 12:49, 50). იესოს სწავლებები და რჩევები ყოველთვის მისი მამის ნებაზე იყო დაფუძნებული.
მაგალითად, როგორც ლუკას 22:49-ში ვკითხულობთ, იესოს დაპატიმრებისას მოწაფეებმა ჰკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. ერთმა მოწაფემ მახვილიც კი გამოიყენა. ყურადღება მიაქციეთ პარალელურ მუხლებს მათეს 26:52—54-დან, სადაც იესომ, ასეთ დაძაბულ სიტუაციაშიც კი მოწაფეებთან იეჰოვას ნებაზე იმსჯელა. იესომ იცოდა დაბადების 9:6-ში მოცემული პრინციპი და ფსალმუნის 22-ე და ესაიას 53-ე თავებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები; ამიტომ მას შეეძლო მიეცა ბრძნული რჩევა, რომელმაც არა მარტო მათი სიცოცხლე იხსნა, არამედ იეჰოვას გულიც გაახარა.
-
-
როგორ აძლევთ რჩევას?საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 მარტი
-
-
[ჩარჩო 9 გვერდზე]
იეჰოვას ორგანიზაციის დახმარებით შეგვიძლია, არა მარტო მივიღოთ, არამედ სხვებსაც მივცეთ საუკეთესო რჩევები. ეკლესიასტეს 12:11-ში ნათქვამია: „ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა, ამ გამონათქვამთა შემგროვებლები ჩაჭედებულ ლურსმნებს ჰგვანან; ერთი მწყემსისგანაა ისინი“. როგორც წვეტიანი ლითონით დაბოლოებული სახრე აძლევს მიმართულებას საქონელს, ასევე სიყვარულით და თბილად მიცემული რჩევა ეხმარება გულწრფელ ადამიანებს სწორი მიმართულებით სიარულში. როგორც ლურსმნების ჩაჭედება სძენს სიმტკიცეს ამა თუ იმ საგანს, ისე კარგმა რჩევამ შეიძლება ურყევი გადაწყვეტილება მიაღებინოს ადამიანს. გონიერი ადამიანი სიამოვნებით იკვლევს „გამონათქვამთა შემგროვებლების“ სიტყვებს, რომლებიც „ერთი მწყემსის“, იეჰოვას, სიბრძნეს ირეკლავს.
რჩევის მიცემისას მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსს. ჩვენთვის დიდი პატივია, მოვუსმინოთ მათ, ვინც რჩევას გვეკითხება და, შეძლებისდაგვარად, დავეხმაროთ. ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებული რჩევა ნამდვილად ჯანსაღი რჩევა იქნება და მსმენელს მარადიული კურთხევების მიღებაში დაეხმარება.
-