საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გამაგრდით და განმტკიცდით“
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მარტი
    • გაბედულების მაგალითები

      12. გაბედულების რა მაგალითი მოგვცა იესომ და როგორ გაამხნევა მან თავისი მიმდევრები?

      12 უფრო გაბედულები გავხდებით, თუ ვიფიქრებთ ღვთის იმ მსახურთა მაგალითებზე, რომლებიც, იერემიას მსგავსად, გაბედულებას ავლენდნენ (ფსალმუნები 76:13). მაგალითად, როდესაც დედამიწაზე იესოს მსახურების შესახებ ვკითხულობთ, ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მისი გამბედაობა — იესო გაბედულად შეეწინააღმდეგა სატანას, რომელიც მის შეცდენას ცდილობდა, ხოლო მოგვიანებით მტკიცედ შეხვდა იუდეველ წინამძღოლთა წინააღმდეგობას (ლუკა 4:1—13; 20:19—47). იესოს იეჰოვა აძლიერებდა, ამიტომაც ის ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებდა სიმტკიცეს. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, მან თავის მოწაფეებს უთხრა: „წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33; 17:16). იესოს სიტყვების თანახმად, მისი მოწაფეებიც შეძლებდნენ წუთისოფლის ძლევას, თუ მას მიჰბაძავდნენ (1 იოანე 2:6; გამოცხადება 2:7, 11, 17, 26). მაგრამ მათი მხრივ, საჭირო იქნებოდა, ‘გამაგრებულიყვნენ’.

      13. როგორ გაამხნევა პავლემ ფილიპელები?

      13 იესოს სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ პავლე და სილა ქალაქ ფილიპეში დააპატიმრეს. მოგვიანებით, პავლე ამხნევებდა ფილიპეს კრების წევრებს, რომ მტკიცედ ‘მდგარიყვნენ ერთი სულით და ერთსულოვნად ეღვაწათ სახარების რწმენისათვის’ და ‘არ შეშინებოდათ მოწინააღმდეგეებისა’. პავლემ ასეთი სიტყვები მისწერა მათ განსამტკიცებლად: „ეს [ქრისტიანების დევნა] მათთვის [მდევნელთათვის] დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი — ხსნისა. ეს ღვთისაგან არის. ვინაიდან ქრისტეს გულისათვის მოგეცათ თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც“ (ფილიპელთა 1:27—29).

      14. რა შედეგი გამოიღო პავლეს გაბედულებამ რომში?

      14 პავლე ციხიდან სწერდა ფილიპელთა კრებას. ამჯერად ის რომში იყო დაპატიმრებული. პატიმრობის მიუხედავად, პავლე გაბედულად განაგრძობდა ქადაგებას. რა იყო ამის შედეგი? მან დაწერა: „ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიისათვის და ყველა დანარჩენისათვის. უფალში ძმათა უმრავლესობა გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა ღვთის სიტყვა“ (ფილიპელთა 1:13, 14).

  • „გამაგრდით და განმტკიცდით“
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მარტი
    • რა ეხმარებოდა პირველ ქრისტიანებს? გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც იერუსალიმში მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა პეტრესა და იოანეს იესოს სახელით ქადაგება აუკრძალეს. მოწაფეებმა უკან არ დაიხიეს, რის გამოც მათ დაემუქრნენ და ისე გაუშვეს. პეტრე და იოანე კვლავ ძმებს შეუერთდნენ და მათთან ერთად სთხოვეს ღმერთს ლოცვაში: „დაინახე უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა“ (საქმეები 4:13—29). იეჰოვამ უპასუხა მოწაფეების ლოცვას და სულიწმიდით განამტკიცა ისინი. როგორც მოგვიანებით იუდეველთა წინამძღოლებმა აღნიშნეს, მოწაფეებმა თავიანთი სწავლებით ‘აავსეს იერუსალიმი’ (საქმეები 5:28).

      9 ახლა გავაანალიზოთ, რა მოხდა ამ შემთხვევაში. მოწაფეები არ შეუშინდნენ იუდეველი წინამძღოლების მუქარას. თავიდან მათ ქადაგების გასაგრძელებლად გაბედულება სთხოვეს ღმერთს ლოცვაში; შემდეგ მოწაფეები ლოცვის შესაბამისად მოქმედებას შეეცადნენ; იეჰოვამ კი, თავის მხრივ, სულიწმიდით განამტკიცა ისინი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება