საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yc გაკ. 12 გვ. 26-27
  • პავლეს დისშვილმა გაბედულება გამოავლინა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პავლეს დისშვილმა გაბედულება გამოავლინა
  • ასწავლეთ შვილებს
  • მსგავსი მასალა
  • დისშვილმა პავლე სიკვდილს გადაარჩინა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • „მომისმინეთ! მინდა, თავი დავიცვა“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • გამაგრდით, იეჰოვაა თქვენი შემწე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • მთავრის კვერთხი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
ასწავლეთ შვილებს
yc გაკ. 12 გვ. 26-27
პავლეს დისშვილი ელაპარაკება ჯარის მეთაურს

გაკვეთილი 12

პავლეს დისშვილმა გაბედულება გამოავლინა

მოდი, გავიგოთ ერთი ბიჭის შესახებ, რომელმაც ბიძამისი სიკვდილს გადაარჩინა. მისი ბიძა პავლე მოციქული იყო. ჩვენ არ ვიცით ამ ბიჭის სახელი, მაგრამ ვიცით, რომ მან დიდი გაბედულება გამოავლინა. გინდა, გაიგო, რა გააკეთა მან? ~

პავლე იერუსალიმის ციხეში იმყოფებოდა. ის იესოს შესახებ ქადაგების გამო დააპატიმრეს. რამდენიმე ბოროტ კაცს სძულდა პავლე და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. ამისთვის ბოროტი გეგმა შეადგინეს. მათ თქვეს: „მოდი, ჯარის მეთაურს ვუთხრათ, პავლე სასამართლოში მიიყვანოს. ჩვენ კი მათ გზაზე ჩავუსაფრდეთ და როდესაც ჯარისკაცები გამოატარებენ, თავს დავესხათ და მოვკლათ“.

ციხეში მყოფი მოციქული პავლე უსმენს თავის დისშვილს, რომელიც მას ახალ ამბავს უყვება

პავლეს დისშვილმა ბოროტი გეგმის შესახებ პავლესა და ჯარის მეთაურს უამბო

პავლეს დისშვილმა შეიტყო ამის შესახებ. როგორ მოიქცა ის? პავლეს დისშვილი ციხისკენ გაემართა და პავლეს ყველაფერი მოუყვა. პავლემ ის დაუყოვნებლივ ჯარის მეთაურთან გაგზავნა. ადვილი იქნებოდა პავლეს დისშვილისთვის ჯარის მეთაურთან საუბარი? ~ არა, რადგან მეთაური ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობდა. მიუხედავად ამისა, პავლეს დისშვილმა გაბედულება გამოავლინა და ყველაფერი მოუყვა მას ამ გეგმის შესახებ.

ჯარის მეთაურმა იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მან პავლეს დასაცავად დაახლოებით 500 ჯარისკაცი შეკრიბა და უბრძანა, რომ პავლე იმ ღამესვე წაეყვანათ კესარეაში. გადაურჩა პავლე სიკვდილს? ~ დიახ, მტრებმა ვერ შეძლეს, თავს დასხმოდნენ პავლეს; მათი გეგმა ჩაიშალა.

რას სწავლობ ამ შემთხვევიდან? ~ პავლეს დისშვილის მსგავსად შენც შეგიძლია, გაბედული იყო. როდესაც სხვებს იეჰოვას შესახებ ველაპარაკებით, ჩვენ ყველას გაბედულება გვჭირდება. იქნები უშიშარი და ილაპარაკებ იეჰოვას შესახებ? ~ თუ ასე მოიქცევი, შენც შეძლებ, სხვები სიკვდილს გადაარჩინო.

წაიკითხე შენს ბიბლიაში

  • საქმეები 23:12—24

  • მათე 24:14; 28:18—20

  • 1 ტიმოთე 4:16

კითხვები:

  • რა ჩაიფიქრეს ბოროტმა კაცებმა პავლეს წინააღმდეგ?

  • რა გააკეთა პავლეს დისშვილმა? რატომ სჭირდებოდა მას ამისთვის გაბედულება?

  • როგორ შეგიძლია პავლეს დისშვილის მსგავსად შენც იყო უშიშარი?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება