-
თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვასაგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
იუდეველები პავლეს რომის კანონის სულ მცირე სამგზის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ის მთელ იმპერიაში იუდეველებს ამბოხებისკენ მოუწოდებდა, საშიში სექტის წინამძღოლი იყო და ცდილობდა ტაძრის შებღალვას, რომელსაც იმ დროს რომაელები მფარველობდნენ (საქ. 24:5, 6). ამ ბრალდებების გამო პავლე შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ.
დღეს ქრისტიანების ყურადღებას იმსახურებს პავლეს მიერ ამ ბრალდებებზე გაცემული პასუხები. მან სიმშვიდე შეინარჩუნა და პატივისცემით ისაუბრა, მოიხსენია კანონი და წინასწარმეტყველები და განაცხადა, რომ უფლება ჰქონდა, „მამა-პაპის ღმერთისთვის“ ეცა თაყვანი. რომის კანონის თანახმად, ამ უფლებით ყველა იუდეველი სარგებლობდა (საქ. 24:14).
-
-
თანამდებობის პირების წინაშე სასიხარულო ცნობის დაცვასაგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
იეჰოვას სახელის განდიდება დღესაც ხდება, როცა ქრისტიანები საკუთარ რწმენას იცავენ. პავლეს მსგავსად ჩვენც მშვიდები, გულწრფელები და თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „წინასწარ ნუ იფიქრებთ და ნუ მოემზადებით, როგორ დაიცვათ თავი, რადგან მე დაგიდებთ ბაგეზე სიბრძნეს, რომელსაც თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც ვერ შეეწინააღმდეგებიან და ვერ შეედავებიან“ (ლუკ. 21:14, 15; 2 ტიმ. 3:12; 1 პეტ. 3:15).
-