-
აბრაამთან დადებული შეთანხმებარას გვამცნობს ბიბლია?
-
-
ნაწილი 4
აბრაამთან დადებული შეთანხმება
აბრაამი ემორჩილება ღმერთს, რითაც ამტკიცებს, რომ ძლიერი რწმენა აქვს. იეჰოვა მას ჰპირდება, რომ აკურთხებს და მის შთამომავლობას გაამრავლებს.
ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ 350 წელი გავიდა. მდიდარ ქალაქ ურში (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) ცხოვრობდა პატრიარქი აბრაამი. მას ძლიერი რწმენა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ მისი რწმენა გამოიცადა.
იეჰოვამ აბრაამს უთხრა, დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და უცხო ქვეყანაში წასულიყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ქვეყანა ქანაანი იყო. აბრაამი ღმერთს უყოყმანოდ დაემორჩილა. მან თან წაიყვანა თავისი ცოლი სარა, ძმისშვილი ლოტი, მთელი სახლეულობა და ქანაანში კარვებში დასახლდა. ღმერთმა შეთანხმება დაუდო აბრაამს და დაჰპირდა, რომ მას დიდ ერად გადააქცევდა, მისით აკურთხებდა დედამიწის ყველა ოჯახს და მის შთამომავლებს ქანაანის მიწას მისცემდა.
აბრაამი და ლოტი ძალიან გამდიდრდნენ. მათ უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდათ. აბრაამმა უანგაროდ შესთავაზა ლოტს, პირველი მას აერჩია საცხოვრებელი ადგილი. ლოტმა მდინარე იორდანის ნაყოფიერი მხარე აირჩია და ქალაქ სოდომთან დასახლდა. სოდომელები გარყვნილები იყვნენ და სცოდავდნენ იეჰოვას.
მოგვიანებით იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა აბრაამი, რომ მის შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა. აბრაამი ერწმუნა ღმერთს. დრო გადიოდა, აბრაამის საყვარელ ცოლს, სარას კი შვილი არ უჩნდებოდა. როცა აბრაამი 99 წლის იყო, სარა კი — დაახლოებით 90-ის, ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ მათ ვაჟი შეეძინებოდათ. ღვთის სიტყვისამებრ, სარას ისაკი შეეძინა. აბრაამს სხვა შვილებიც ჰყავდა, მაგრამ ედემში ნაწინასწარმეტყველები აღთქმული მხსნელი ისაკის შთამომავალი უნდა ყოფილიყო.
-
-
ღმერთი აკურთხებს აბრაამსა და მის ოჯახსრას გვამცნობს ბიბლია?
-
-
ნაწილი 5
ღმერთი აკურთხებს აბრაამსა და მის ოჯახს
ღმერთი კურთხევას არ აკლებს აბრაამის შთამომავლებს. ის იცავს იოსებს ეგვიპტეში.
იეჰოვამ იცოდა, რომ მის უსაყვარლეს ქმნილებას მომავალში ტანჯვა და სიკვდილი ელოდა. დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებაც ამაზე მიუთითებდა. ბიბლიაში მოთხრობილი ერთი რეალური შემთხვევიდან ვიგებთ, თუ რა მსხვერპლს გაიღებდა ღმერთი. ერთხელ ღმერთმა აბრაამს სთხოვა, მისი საყვარელი ვაჟი მისთვის მსხვერპლად შეეწირა.
აბრაამს ძლიერი რწმენა ჰქონდა. ალბათ გახსოვთ, ღვთის დანაპირები, რომ აღთქმული მხსნელი ანუ შთამომავალი ისაკის მეშვეობით მოვიდოდა. აბრაამი მზად იყო, საკუთარი შვილის მსხვერპლად შესაწირად, რადგან სჯეროდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ღმერთს ისაკის მკვდრეთით აღდგენაც შეეძლო. მაგრამ ანგელოზმა აბრაამი დროულად შეაჩერა. ღმერთმა შეაქო აბრაამი ასეთი თავგანწირვისთვის და ერთგულ მსახურს კიდევ ერთხელ გაუმეორა ძველი დაპირება.
-