-
ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევასაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
-
-
9. როგორ გაამჟღავნა იეჰოვამ თანდათანობით თავისი ნების შესახებ წმინდა საიდუმლო?
9 მთელი რიგი შეთანხმებების საშუალებით იეჰოვამ თანდათანობით ნათელი გახადა, თუ როგორ შესრულდებოდა მისი განზრახვა ედემის ბაღში აღთქმულ „თესლთან“ ანუ შთამომავალთან დაკავშირებით. აბრაამთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ აღთქმული შთამომავალი დედამიწას აბრაამის ხაზიდან მოევლინებოდა და მისი საშუალებით ‘იკურთხებოდა დედამიწის ყოველი ხალხი’. ამ შეთანხმებიდან ისიც ჩანდა, რომ შთამომავლის ძირითად ნაწილთან სხვებიც იქნებოდნენ დაკავშირებული (დაბადება 22:17, 18). ხორციელ ისრაელთან კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმებიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვას განზრახვაში შედიოდა, ჰყოლოდა „მღვდელთა სამეფო“ (გამოსვლა 19:5, 6). დავითთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ შთამომავალი სამეფოს მარადიული მეთაური იქნებოდა (2 მეფეთა 7:12, 13; ფსალმუნები 88:4, 5). მას შემდეგ, რაც კანონის საფუძველზე დადებულმა შეთანხმებამ ისრაელები მესიამდე მიიყვანა, იეჰოვამ თავისი განზრახვის შესრულების სხვა მხარეებიც ცხადყო (გალატელები 3:19, 24). ის ადამიანები, რომლებიც შთამომავლის ძირითად ნაწილთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი, შექმნიდნენ ნაწინასწარმეტყველებ „მღვდელთა სამეფოს“ და მათთან, როგორც ახალ სულიერ „ისრაელთან“, დაიდებოდა „ახალი შეთანხმება“ (იერემია 31:31—34; ებრაელები 8:7—9)c.
-
-
ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევასაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
-
-
c ღვთის განზრახვის შესრულებასთან დაკავშირებული ამ შეთანხმებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1989 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 10—15 (ინგლ.).
-