-
ახალგაზრდებო, განიმტკიცეთ რწმენა!საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
1, 2. რა ზეწოლას შეიძლება განიცდიდნენ ახალგაზრდები და რის გაკეთება შეუძლიათ მასთან გასამკლავებლად?
„არ მეგონა, თუ ასეთ ჭკვიან გოგოს ღმერთი გწამდა“, — უთხრა კლასელმა ერთ ახალგაზრდა დას ბრიტანეთში. „ჩემს მასწავლებლებს შემოქმედების შესახებ ბიბლიის მონათხრობი მითი ჰგონიათ. მათი აზრით, მოსწავლეებს ევოლუციისა უნდა სწამდეთ“, — წერდა ერთი ძმა გერმანიიდან. საფრანგეთში მცხოვრებმა ერთმა ახალგაზრდა დამ კი თქვა: „ჩემი სკოლის მასწავლებლებს უკვირთ, რომ კიდევ არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც ბიბლიის სწამთ“.
2 შეიძლება იეჰოვას ახალგაზრდა მსახური ხარ ან ჯერ კიდევ ეცნობი მას. ხომ არ განიცდი ზეწოლას გარშემო მყოფებისგან, რათა შემოქმედის ნაცვლად ისეთი გავრცელებული მოძღვრებისა გწამდეს, როგორიც ევოლუციაა? თუ ეს ასეა, შეგიძლია გარკვეული ნაბიჯები გადადგა რწმენის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი ნაბიჯი ის არის, რომ შეგიძლია ღვთისგან ბოძებული ჭკუა, ანუ აზროვნების უნარი გამოიყენო, რომელიც დაგიცავს რწმენის დამანგრეველი ქვეყნიური ფილოსოფიებისგან (წაიკითხეთ იგავების 2:10—12).
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ნამდვილი რწმენა ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნიდან მოდის (1 ტიმ. 2:4). ასე რომ, ღვთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლისას მასალას უბრალოდ ნუ გადაურბენ. გამოიყენე აზროვნების უნარი, რომ ჩასწვდე წაკითხულს (მათ. 13:23). განვიხილოთ, როგორ დაგეხმარება ეს შემოქმედისა და ბიბლიის მიმართ რწმენის განმტკიცებაში. ამ საკითხების ირგვლივ უამრავი დამაჯერებელი მტკიცება არსებობს (ებრ. 11:1).
როგორ შეგიძლია რწმენის განმტკიცება
4. რატომ არის საჭირო რწმენა ღვთის არსებობისა თუ ევოლუციის თეორიის დასაჯერებლად და რის გაკეთება იქნება გონივრული?
4 უთქვამს შენთვის ვინმეს, რომ ევოლუცია მეცნიერულ ფაქტებს ეფუძნება, ღვთის არსებობა კი — მხოლოდ რწმენას? ბევრი ფიქრობს ასე და ამიტომ სწამს ევოლუციის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ღმერთი გვწამს თუ ევოლუცია, ორივე შემთხვევაში რწმენაა საჭირო! არავის გვინახავს ღმერთი და შემოქმედების პროცესი (იოან. 1:18). ამასთან, არც ერთ ადამიანს, მეცნიერსაც კი, არ უნახავს ერთი სახეობის მეორე სახეობად გარდაქმნა. მაგალითად, არავის უნახავს ქვეწარმავლის ძუძუმწოვრად გადაქცევის პროცესი (იობ. 38:1, 4). ამიტომ ყველამ უნდა გამოვიკვლიოთ მტკიცებები და გამოვიყენოთ აზროვნების უნარი, რომ ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ. შემოქმედებაზე მოციქული პავლე წერდა: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“ (რომ. 1:20).
სხვებთან მსჯელობის დროს გამოიყენე შენს ენაზე არსებული დამხმარე საშუალებები (იხილეთ აბზაცი 5)
5. როგორ გვეხმარება ღვთის ორგანიზაცია, რომ ჩავწვდეთ სხვადასხვა საკითხს?
5 შეცნობა ნიშნავს იმაში წვდომას, რაც აშკარად შესამჩნევი ან ცხადი არ არის (ებრ. 11:3). წვდომისუნარიანი ადამიანი მხოლოდ თვალით დანახულსა და ყურით მოსმენილს არ სჯერდება და ცდილობს, გონებით ჩასწვდეს საკითხს. ჩვენ დასახმარებლად იეჰოვას ორგანიზაციამ გამოსცა უამრავი პუბლიკაცია, რომლებიც კარგად გამოკვლეულ ინფორმაციას შეიცავს. ისინი გვეხმარება, რომ ჩვენი შემოქმედი რწმენის თვალებით დავინახოთ (ებრ. 11:27). ამ დამხმარე საშუალებებს შორისაა ვიდეოფილმი „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება“, ბროშურები „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. შესანიშნავ მასალას შეიცავს ჩვენი ჟურნალებიც. „გამოიღვიძეთ!“-ში ხშირად იბეჭდება მეცნიერებსა თუ სხვებთან აღებული ინტერვიუები, რომლებიც გვიამბობენ, თუ რატომ ირწმუნეს ღმერთი. რუბრიკაში „ვინ შექმნა?“ განხილულია შემოქმედების საოცარი მაგალითები, რომელთა გამოყენებასაც მეცნიერები თავიანთ გამოგონებებში ცდილობენ.
6. რაში დაგეხმარება ხელთარსებული პუბლიკაციები?
6 შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა 19 წლის ძმამ ზემოხსენებულ ორ ბროშურაზე თქვა: „ეს ბროშურები ძალიან დამეხმარა. ისინი სულ მცირე ათჯერ მაინც წავიკითხე“. საფრანგეთში მცხოვრები და წერდა: «მაოცებს რუბრიკაში „ვინ შექმნა?“ დაბეჭდილი სტატიები! ამ სტატიებიდან ჩანს, რომ ყველაზე ჭკვიანი ინჟინრების გამოგონებები შეიძლება გარკვეულწილად ჰგავდეს ბუნებაში არსებულს, თუმცა რთული კონსტრუქციების ზუსტი ანალოგების შექმნა მათ არ შეუძლიათ». სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 15 წლის გოგონას მშობლებმა თქვეს: «ჩვენი შვილი „გამოიღვიძეთ!“-ში ჯერ ინტერვიუებს კითხულობს, შემდეგ დანარჩენ სტატიებს». შენ როგორ იქცევი? იყენებ ყველაფერს ამ საშუალებებიდან? მათი დახმარებით შენი რწმენა ღრმად ფესვგადგმულ ხესავით ძლიერი გახდება. როცა ცრუ სწავლებების ქარი დაუბერავს, ასეთი რწმენა სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგეხმარება (იერ. 17:5—8).
-
-
ახალგაზრდებო, განიმტკიცეთ რწმენა!საგუშაგო კოშკი — 2016 | სექტემბერი
-
-
სხვებთან მსჯელობა
12, 13. როგორი მიდგომა იქნება ეფექტური, როცა თანაკლასელებთან, მასწავლებლებსა თუ სხვებთან შემოქმედებაზე ან ბიბლიაზე მსჯელობ?
12 როგორ შეგიძლია ეფექტურად იმსჯელო სხვებთან შემოქმედებასა და ბიბლიაზე? უპირველესად, არ უნდა დაასკვნა, რომ უკვე იცი, რა სწამთ სხვებს. ზოგი შეიძლება ამბობს, რომ სწამს ევოლუციის, თუმცა არც ღვთის არსებობას უარყოფს. მათი აზრით, ღმერთმა სიცოცხლის სხვადასხვა სახეობის შესაქმნელად ევოლუცია გამოიყენა. სხვები ამბობენ, რომ სწამთ ევოლუციის მოძღვრება, რადგან, თუ ის სიმართლე არ იქნებოდა, სკოლაში არ ასწავლიდნენ. ზოგს კი აღარ სწამს ღმერთი, რადგან რელიგიაზე გული აუცრუვდა. ამიტომ სიცოცხლის წარმოშობაზე სხვასთან საუბრის დროს გონივრულია, ჯერ კითხვები დაუსვა და გაიგო, რა სწამს. თუ გონიერებას გამოიჩენ და მზად იქნები მოსასმენად, ალბათ, ისიც მოგისმენს (ტიტ. 3:2).
13 თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს შემოქმედებისადმი შენს რწმენას, შეგიძლია ტაქტიანად სთხოვო, თვითონ აგიხსნას, როგორ შეიძლებოდა წარმოშობილიყო სიცოცხლე შემოქმედის გარეშე. სიცოცხლის საწყის ფორმას რომ ეარსება, მას გამრავლების უნარი უნდა ჰქონოდა. ქიმიის ერთმა პროფესორმა თქვა, რომ ამისთვის საჭირო იქნებოდა: 1) დამცავი მემბრანა, 2) ენერგიის წყარო და მისი დამუშავების უნარი, 3) გენეტიკური ინფორმაცია და 4) ამ ინფორმაციის გადაწერის უნარი. პროფესორმა აღნიშნა: „საოცარია, რომ სიცოცხლის უმარტივეს ფორმასაც კი რთული აგებულება აქვს“.
14. რის გაკეთება შეგიძლია, თუ გრძნობ, რომ მზად არა ხარ ევოლუციასა და შემოქმედებაზე სასაუბროდ?
14 თუ გრძნობ, რომ მზად არა ხარ ევოლუციასა თუ შემოქმედებაზე სასაუბროდ, შეგიძლია პავლეს მიერ გამოყენებული მარტივი მაგალითი მოიყვანო. ის წერდა: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრ. 3:4). ასეთი მსჯელობა საკმაოდ ლოგიკური და ეფექტურია, რადგან ნებისმიერი რთული კონსტრუქცია ინტელექტის გარეშე ვერ გაჩნდებოდა. ამასთან, შეგიძლია შესაფერისი პუბლიკაციის მოშველიებაც. ერთმა დამ ზემოთ მოხსენიებული ორი ბროშურა გამოიყენა ერთ ახალგაზრდა მამაკაცთან სასაუბროდ, რომელსაც არ სწამდა ღვთის არსებობის და ფიქრობდა, რომ სიცოცხლე ევოლუციის გზით გაჩნდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ამ ახალგაზრდამ აღიარა: „ახლა მწამს, რომ ღმერთი არსებობს“. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ჩვენი ძმაც გახდა.
-