საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წმინდა სულით შექმნილი სამყარო — ღვთის შემოქმედების შედევრი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 თებერვალი
    • 6, 7. ა) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ღმერთმა წმინდა სულით ყველაფერი კანონზომიერად შექმნა? ბ) რა ცხადყოფს, რომ სამყარო შემთხვევით არ გაჩენილა?

      6 სამყარო იმაზე მოწმობს, რომ ღმერთმა წმინდა სული იმ მიზნით გამოიყენა, რომ ყველაფერი კანონზომიერად შეექმნა. წარმოიდგინეთ, რომ სხვადასხვა ფერის ბურთებით სავსე ყუთი გაქვთ. თქვენ ანჯღრევთ ყუთს და ბურთები ერთმანეთში ირევა. შემდეგ ყუთს აპირქვავებთ და ბურთებს ძირს ყრით. თქვენ, რასაკვირველია, არა გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ბურთები ფერების მიხედვით დაჯგუფდება — ლურჯი ბურთები ერთად, ყვითლები ერთად და ასე შემდეგ. მსგავსად ამისა, გაუკონტროლებელი ქმედება ყოველთვის უწესრიგობას იწვევს. ეს ფაქტი ბუნების უნივერსალურ კანონზომიერებადაა მიჩნეული.a

      7 როცა ტელესკოპით ცას აკვირდებით, რას ხედავთ? უზარმაზარ და საოცრად მოწესრიგებულ გალაქტიკათა სისტემას და მათში შემავალ ვარსკვლავებსა და პლანეტებს, რომლებიც საოცარი სიზუსტით მოძრაობენ თავიანთ ტრაექტორიაზე. განა გონივრული იქნებოდა, სამყაროს არსებობა შემთხვევითი კოსმოსური აფეთქებისთვის მიგვეწერა.

  • წმინდა სულით შექმნილი სამყარო — ღვთის შემოქმედების შედევრი
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 თებერვალი
    • 12. ა) რა არის დნმ? ბ) რაზე მოწმობს ის, რომ დნმ-ის წყალობით ყველა ცოცხალი ორგანიზმი ასრულებს თავ-თავიანთ ფუნქციას?

      12 ახლა დავფიქრდეთ დნმ-ზე (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა). დნმ გადასცემს გენეტიკურ ინფორმაციას ერთი თაობიდან მეორეში ცოცხალი ორგანიზმების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების შესახებ. დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმი, იქნება ეს მიკრობები, ბალახი, სპილო, ლურჯი ვეშაპი თუ ადამიანი, დნმ-ის გარეშე ვერ გამრავლდება. თუმცა მრავალფეროვანი ცოცხალი ქმნილებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, გენეტიკური კოდი, რომელიც მოლეკულურ დონეზე განსაზღვრავს მემკვიდრეობით მიღებულ ნიშან-თვისებებს, უცვლელია. ამ კოდის წყალობით საუკუნეების მანძილზე შესაძლებელია ცოცხალი ქმნილებების ძირითადი სახეობების ერთმანეთისგან განსხვავება. სწორედ ამიტომ, იეჰოვას განზრახვის თანახმად, დედამიწაზე მრავალფეროვანი ცოცხალი ორგანიზმები თავ-თავიანთ ფუნქციას ასრულებენ ურთულეს ეკოსისტემაში (ფსალმ. 139:16). ეს საოცრად მაღალორგანიზებული და მოწესრიგებული მექანიზმი კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ყველაფერი „ღვთის ხელით“ ანუ მისი წმინდა სულით შეიქმნა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება