-
მეცნიერებისა და რელიგიის შერიგებაგამოიღვიძეთ! — 2002 | ივნისი 8
-
-
მაგალითად, როდესაც ვიგებთ, რომ ბიბლიაში სიტყვა „დღე“ სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდის აღსაწერად გამოიყენება, ნათელი ეფინება ყველაფერს: წიგნ „დაბადებაში“ ექვსი შემოქმედებითი დღის შესახებ ჩაწერილი მონათხრობი სულაც არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწის ასაკი დაახლოებით ოთხნახევარი მილიარდი წელიწადია. ბიბლიის თანახმად, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე დედამიწა ჩვენთვის უცნობი დროის განმავლობაში არსებობდა (იხილეთ ჩარჩო „შემოქმედებითი დღეები — მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა თითოეული მათგანი?“). მეცნიერული შეხედულება რომც გადაისინჯოს და მეცნიერებმა დედამიწის სხვა ასაკი შემოგვთავაზონ, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები კვლავ ჭეშმარიტებად დარჩება.
-
-
მეცნიერებისა და რელიგიის შერიგებაგამოიღვიძეთ! — 2002 | ივნისი 8
-
-
[ჩარჩო 10 გვერდზე]
შემოქმედებითი დღეები — მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა თითოეული მათგანი?
ზოგი ფუნდამენტალისტი უარყოფს ევოლუციის თეორიას და სჯერა, რომ ადამიანის გაჩენამდე შემოქმედებით საქმიანობას ღმერთი ეწეოდა. მათი მტკიცებით ყველა ფიზიკური ქმნილება ზუსტად ექვს 24 საათიან დღეში შეიქმნა სადღაც 6 000—10 000 წლის წინათ. მაგრამ, რასაც ისინი ასწავლიან, არაბიბლიურია და ამან საღვთო წერილი მრავალი ადამიანის დასაცინი გახადა.
გამოიყენება თუ არა სიტყვა „დღე“ ბიბლიაში ყოველთვის 24 საათიანი პერიოდის გაგებით? დაბადების 2:4-ში „დღედ“ არის მოხსენიებული მთელი ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ღმერთი დედამიწასა და ცას ქმნიდა (ბერეშით 2:4, თორა, 1995). ეს ერთი დღე წიგნ „დაბადების“ 1-ლ თავში მოხსენიებულ ექვსივე შემოქმედებით დღეს მოიცავს. ბიბლიური გაგებით დღე არის დროის რაღაც განსაზღვრული პერიოდი და შეიძლება ათას ან რამდენიმე ათას წელს მოიცავდეს. ამიტომ, დასაშვებია, რომ ბიბლიაში მოხსენიებულმა თითოეულმა შემოქმედებითმა დღემ რამდენიმე ათასი წელი გასტანა. თანაც, დედამიწა უკვე არსებობდა შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე (დაბადება 1:1). მაშასადამე, ბიბლიური მონათხრობი მთლიანად ეთანხმება ჭეშმარიტ მეცნიერებას (2 პეტრე 3:8).
იმ მოსაზრების თაობაზე, რომ შემოქმედებითი დღეები მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტმა ფრანსის კოლინზმა ასეთი აზრი გამოთქვა: „ჩვენს ეპოქაში კრეაციონიზმა [ფუნდამენტალისტურმა მოძღვრებამ შემოქმედების შესახებ] უფრო დიდი ზიანი მიაყენა საღად მოაზროვნე ადამიანების რწმენას, ვიდრე სხვა რამემ“.
-