-
შესაძლებელია აღმოიფხვრას დამნაშავეობა?გამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
დანაშაულის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით დოქტორ სტენტონ სამენოუ წერს: „მას შემდეგ, რაც კაცი პატიმრობას გამოცდის, [დამნაშავე] შესაძლოა უფრო გამჭრიახი და ფრთხილი გახდეს, მაგრამ საზოგადოებისთვის სასარგებლოს არაფერს აკეთებდეს და კვლავ ბოროტმოქმედებას სჩადიოდეს. დამნაშავეთა ხელმეორედ დაპატიმრების დაბალი სტატისტიკური მონაცემები იმის მაჩვენებელი კი არ არის, თუ რამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი, არამედ იმისა, თუ რამდენმა არ გამოავლინა სათანადო სიფრთხილე“. ასე რომ, დამნაშავეებისთვის ხშირად ციხე იმ სკოლად იქცევა, რომელიც თავისთავად ეხმარება და წვრთნის ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განსახორციელებლად (იხილეთ ჩარჩო „არის ციხეები ბოროტმოქმედების სკოლები?“, მე-7 გვერდზე).
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაუსჯელობის სინდრომი დამნაშავეს კვლავ ბოროტმოქმედების ჩადენის სურვილს აღუძრავს. ეს სინდრომი მათ მეტ გაბედულებას სძენს, რის შემდეგაც უფრო მტკიცედ მიჰყვებიან თავიანთ გზას. ბრძენმა მმართველმა დაწერა: „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“ (ეკლესიასტე 8:11).
-
-
შესაძლებელია აღმოიფხვრას დამნაშავეობა?გამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
დამნაშავეობა ფიქრით იწყება
ბიბლია მიუთითებს, რომ ადამიანს თავისი შინაგანი ბუნება აცდუნებს და არა გარემო, რომელშიც ცხოვრობს. იაკობის 1:14, 15-ში ნათქვამია: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“. როდესაც ადამიანი იმაზე ფიქრობს, რაც ცუდია, თავს არასწორი სურვილებით კვებავს; ამას კი შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, პორნოგრაფიისადმი ინტერესმა, თუნდაც იშვიათად გამოვლენილმა, შეიძლება სექსისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაუღვივოს კაცს და საბოლოოდ თავისი ფანტაზიის განსახორციელებლად აღძრას, შესაძლოა დანაშაულებრივი გზითაც კი.
მხედველობაში მისაღები კიდევ ერთი ფაქტორი საკუთარ თავზე გადამეტებული ფიქრი, ფულისა და სიამოვნების სიყვარული და სურვილის დაუყოვნებლად შესრულების წადილია. ჩვენს დღეებზე ბიბლია წინასწარმეტყველებს: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . სასტიკები, კარგის მოძულეები . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—5). სამწუხაროა, რომ ფილმებით, ვიდეოთამაშებით, ლიტერატურით და მისაბაძი ადამიანების ცუდი მაგალითებით ქვეყნიერება ხელს უწყობს იმ თვისებების ჩამოყალიბებას, რაც დამნაშავეობათა რიცხვის ზრდას იწვევსb.
-
-
შესაძლებელია აღმოიფხვრას დამნაშავეობა?გამოიღვიძეთ! — 2008 | თებერვალი
-
-
a ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის მიზეზი შეიძლება ფსიქიკური ავადმყოფობა იყოს, განსაკუთრებით იქ, სადაც ასეთი ადამიანები ქუჩებში უმეთვალყურეოდ დადიან და იარაღზეც ადვილად მიუწვდებათ ხელი. მაგრამ ამ სტატიაში ამაზე არ მახვილდება ყურადღება.
-