საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნამდვილად ჯვარს აცვეს იესო?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
    • ბიბლიის თვალსაზრისი

      ნამდვილად ჯვარს აცვეს იესო?

      ჯვარი ერთ-ერთი აღიარებული რელიგიური სიმბოლოა. მილიონობით ადამიანი მას მიიჩნევს წმინდა სათაყვანებელ საგნად, რომელზეც იესო აწამეს. კათოლიკე მწერალმა და არქეოლოგმა ადოლფ დიდრონმა თქვა: „ჯვრის თაყვანისცემა იესოს თაყვანისცემას გაუტოლდა. ამ წმინდა ხის საგანს თითქმის ისე ეთაყვანებიან, როგორც ღმერთს“.

      ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ლოცვისას ჯვარი მათ ღმერთთან აახლოებს. სხვები მას ამულეტად იყენებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ბოროტებისგან დაიცავს მათ. თაყვანს უნდა სცემდნენ ქრისტიანები ჯვარს?

  • ნამდვილად ჯვარს აცვეს იესო?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
    • „თავი დაიცავით კერპებისგან“

      ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, მართებულია თუ არა თაყვანისმცემლობაში იმ საგნის გამოყენება, რომელზეც იესო მოკლეს. რაც უნდა ყოფილიყო მკვლელობის იარაღად გამოყენებული — ვერტიკალური ბოძი, ჯვარი, სარი, შუბი თუ სხვა ნებისმიერი რამ — განა ასეთი საგანი უნდა გამოიყენებოდეს თაყვანისმცემლობაში?

      დავუშვათ, თქვენი საყვარელი ადამიანი მხეცურად მოკლეს და იარაღი, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი, სასამართლოს წინაშე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა წარდგენილი. ნუთუ მოისურვებდით, ამ იარაღის მფლობელი გამხდარიყავით, სურათები გადაგეღოთ და მისი ეგზემპლარები გაგევრცელებინათ? გააკეთებდით ამ იარაღის სხვადასხვა ზომის ასლს და გააფორმებდით მას ძვირფასი ლითონებით ან ქვებით? გამოიყენებდით ასეთ იარაღს კომერციული მიზნებისთვის და მიჰყიდიდით მას, როგორც თაყვანისცემის საგანს, ნათესავებსა და მეგობრებს? ალბათ, თქვენ კატეგორიულ უარს იტყოდით ამაზე! სინამდვილეში, სწორედ ასე ხდება, როცა ადამიანები თაყვანის საცემად ჯვარს იყენებენ.

      გარდა ამისა, თაყვანისმცემლობაში ჯვრის გამოყენება არაფრით განსხვავდება გამოსახულებების თაყვანისცემისგან, რასაც ბიბლია გმობს (გამოსვლა 20:2—5; მეორე რჯული 4:25, 26). იოანე მოციქულმა, ქრისტიანული სწავლებების თანახმად, თანამორწმუნეებს ურჩია: „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21). ქრისტიანები ამ რჩევას მაშინაც კი ითვალისწინებდნენ, როცა რომის არენაზე სიკვდილს თვალებში უყურებდნენ.

      პირველი საუკუნის ქრისტიანები დიდად აფასებდნენ იესოს მიერ მსხვერპლად გაღებულ სიცოცხლეს. თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანები თაყვანის საცემად არ იყენებენ საგანს, რომელზეც იესო იყო მოკლული, ისინი იხსენებენ ქრისტეს სიკვდილს, რადგან ამით ღმერთმა ცოდვილი კაცობრიობის ხსნაზე იზრუნა (მათე 20:28). ამ მსხვერპლით გამოვლენილი ღვთის აღმატებული სიყვარული ენით აუწერელ კურთხევებს — მათ შორის მარადიულ სიცოცხლეს — მოუტანს ჭეშმარიტების მოყვარულთ (იოანე 17:3; გამოცხადება 21:3, 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება