-
მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
ჯვარ-გვირგვინის სიმბოლო (იხ. აბზაცები 12, 13)
თუმცა თავიდან ბიბლიის მკვლევრები ჯვრის სიმბოლოს გამოყენებაში ცუდს ვერაფერს ხედავდნენ. მაგალითად, მათ ეამაყებოდათ მკერდზე მიბნეული ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს ტარება, რომელიც მათი განმასხვავებელი ნიშანი იყო. ამ სიმბოლოს ისინი სიცოცხლის გვირგვინთან აიგივებდნენ, რომელსაც იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებოდნენ. 1891 წლიდან ამ სიმბოლოს ნახვა „საგუშაგო კოშკის“ ყდაზეც შეიძლებოდა.
13. რა გაიგეს ქრისტეს მიმდევრებმა ჯვრის გამოყენების შესახებ? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ჯვრის საკითხს თანდათანობით ნათელი ეფინება“).
13 როგორც აღვნიშნეთ, ბიბლიის მკვლევრები ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს ძალიან აფასებდნენ, მაგრამ 1920-იანი წლების მეორე ნახევარში ჯვრის გამოყენების საკითხს მეტი ნათელი მოეფინა. გრანტ სუიტერი, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 1928 წელს დეტროიტში (მიჩიგანი, აშშ) გამართულ კონგრესს ესწრებოდა. ამ კონგრესს ის ასე იხსენებდა: „კონგრესზე გასაგებად ითქვა, რომ ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს გამოყენება არ არის არჩევანის საქმე, ის ყოვლად მიუღებელია“. მომდევნო წლებში სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში ჯვრის ადგილი არ იყო.
14. როგორ გამოეხმაურა ღვთის ხალხი თანდათანობით გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას ჯვრის შესახებ?
14 როგორ გამოეხმაურა ღვთის ხალხი თანდათანობით გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას ჯვრის შესახებ? როგორ შეელივნენ ისინი ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს? „როცა გავიგეთ, სინამდვილეში რას წარმოადგენდა ჯვარი, მაშინვე ვთქვით მასზე უარი“, — იხსენებდა ლელა რობერტსი, იეჰოვას დიდი ხნის მსახური. კიდევ ერთმა ღვთის ერთგულმა მსახურმა, ურსულა სერენკომ როგორც თავისი, ისე სხვების განწყობა შემდეგნაირად გამოხატა: „ჩვენ მივხვდით, რომ ის, რასაც ერთ დროს ვაფასებდით და ჩვენი უფლის სიკვდილისა და ქრისტიანული ერთგულების სიმბოლოდ მივიჩნევდით, წარმართული ყოფილა. ღმერთს ვემადლიერებოდით იმისათვის, რომ იგავების 4:18-ის თანახმად ჩვენი ბილიკი უფრო კაშკაშა ხდებოდა“.
-