საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 13. რა გაიგეს ქრისტეს მიმდევრებმა ჯვრის გამოყენების შესახებ? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ჯვრის საკითხს თანდათანობით ნათელი ეფინება“).

      13 როგორც აღვნიშნეთ, ბიბლიის მკვლევრები ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს ძალიან აფასებდნენ, მაგრამ 1920-იანი წლების მეორე ნახევარში ჯვრის გამოყენების საკითხს მეტი ნათელი მოეფინა. გრანტ სუიტერი, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 1928 წელს დეტროიტში (მიჩიგანი, აშშ) გამართულ კონგრესს ესწრებოდა. ამ კონგრესს ის ასე იხსენებდა: „კონგრესზე გასაგებად ითქვა, რომ ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს გამოყენება არ არის არჩევანის საქმე, ის ყოვლად მიუღებელია“.

      ჯვრის საკითხს თანდათანობით ნათელი ეფინება

      მამაკაცს გულზე ჯვარ-გვირგვინის სიმბოლო აქვს მიმაგრებული
      • „ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს გამოყენება არ არის არჩევანის საქმე, ის ყოვლად მიუღებელია“ (კონგრესი დეტროიტში, მიჩიგანი, აშშ, 1928 წ.).

      • „ჯვარ-გვირგვინის სამკერდე ნიშანი კერპია“ (წიგნი „მზადება“, 1933 წ., გვ. 239).

      • „ჯვარი წარმართული წარმოშობისაა“ (1934 წლის 28 თებერვლის „ოქროს ხანა“, გვ. 336).

      • „იესო ძელზე მოკვდა და არა ჯვარზე“ (1936 წლის 4 ნოემბრის „ოქროს ხანა“, გვ. 72; წიგნი „სიმდიდრე“, 1936 წ., გვ. 27).

      ბერძნული სიტყვა სტავროს ბიბლიის ბევრ თარგმანში „ჯვრად“ არის ნათარგმნი. თუმცა ყურადსაღებია ის, რაც სხვადასხვა ნაშრომში წერია სტავროსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით:

      • „ბერძნული სიტყვის [სტავროს] ზუსტი მნიშვნელობაა ძელი“ (Cyclopedia of Biblical, Theological, and Ecclesiastical Literature).

      • „ბოძი ზოგადი მნიშვნელობით. ის არ არის ჯვრის ეკვივალენტი“ (Crucifixion in Antiquity).

      • „მხოლოდ და მხოლოდ მორი, რომელსაც მიწაში სვამენ მესერის გასავლებად“ (History of the Cross).

      • „მას არა აქვს ამა თუ იმ კუთხით ერთმანეთზე გარდიგარდმო გადებული ორი ძელის მნიშვნელობა. აღნიშნავს მხოლოდ ერთ ძელს“ (The Companion Bible).

      • „ვერტიკალური ბოძი ან ძელი და არა რაიმე კუთხით ურთიერთგადამკვეთი ორი ძელი“ (A Critical Lexicon and Concordance).

  • მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება