-
იეჰოვასთვის დიდების მომტანი სასიხარულო ქორწილებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 მაისი
-
-
უეჭველად, შესაფერისი მუსიკაც იქნებოდა და სათანადო ცეკვებიც, რადგან ეს ებრაელთა საზოგადოებაში დამკვიდრებული ჩვეულება იყო. იესომ ეს მხარე ნათელყო თავის ცნობილ იგავში გზასაცდენილი შვილის შესახებ. ამ ისტორიაში შეძლებული მამა იმდენად ბედნიერი იყო თავისი მომნანიებელი შვილის დაბრუნებით, რომ თქვა: „ვჭამოთ და ვიმხიარულოთ“. იესოს სიტყვების თანახმად, ამ წვეულების დროს მღეროდნენ და ცეკვავდნენ (ლუკა 15:23, 25).
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლია კონკრეტულად არ მოიხსენიებს იმას, რომ კანაში გადახდილ ქორწილში მუსიკას უკრავდნენ და ცეკვავდნენ. ფაქტობრივად, ცეკვა ქორწილებთან დაკავშირებულ ბიბლიის არც ერთ ცნობაში არ მოიხსენიება. როგორც ჩანს, ბიბლიურ დროში ღვთის ერთგული მსახურებისთვის ცეკვა დროისა და შემთხვევის ამბავი იყო და არა მათი ქორწილებისთვის მთავარი დამახასიათებელი თავისებურება. შეგვიძლია აქედან რამის სწავლა?
აფრიკაში, ზოგ ქრისტიანულ ქორწილში, ძლიერი ელექტრონული ხმის გამაძლიერებელ მოწყობილობებს იყენებენ, რის გამოც მუსიკა შეიძლება ისე ხმამაღლა ისმოდეს, რომ სტუმრებმა ვერ შეძლონ ნორმალურად საუბარი. ხანდახან შეიძლება შეიმჩნეოდეს საჭმლის, მაგრამ არა ცეკვის უკმარისობა, რაც თავისუფლად შეიძლება თავაშვებულობაში გადაიზარდოს. საქორწილო ნადიმის ნაცვლად, ასეთი შემთხვევები შეიძლება უფრო საცეკვაო წვეულებას დაემსგავსოს. გარდა ამისა, ხმამაღალი მუსიკა ხშირად იზიდავს შფოთისთავებს, სრულიად უცხო ხალხს, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაუპატიჟებლად მოსვლა.
რამდენადაც საქორწილო წვეულებებთან დაკავშირებული ბიბლიური ცნობა ყურადღებას არ ამახვილებს მუსიკასა და ცეკვაზე, განა კარგი არ იქნებოდა, იმ წყვილებს, რომლებიც იეჰოვასთვის დიდების მომტან ქორწილს გეგმავენ, ამ მაგალითებით ეხელმძღვანელათ? მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ახლახან გადახდილი რამდენიმე ქორწილის სამზადისის დროს, ქრისტიანმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქორწილო წვეულებაზე პროგრამის წარმოდგენა ჰქონდათ დავალებული, უამრავი დრო დახარჯეს, რომ რთული ცეკვების შესასრულებლად ევარჯიშათ. თვეების მანძილზე მათ მეტისმეტად ბევრი დრო მიუძღვნეს ამ საქმეს. მაგრამ ქრისტიანებს მართებთ ‘ჟამის მოვაჭრება’ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, როგორიცაა სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობა, პირადი შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება (ეფესელთა 5:16; ფილიპელთა 1:10).
-
-
იეჰოვასთვის დიდების მომტანი სასიხარულო ქორწილებისაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 მაისი
-
-
თუ იცეკვებენ კიდეც ქორწილში, ეს უნდა მოხდეს ზომიერების ფარგლებში და თავშეკავებულად. თუ ურწმუნო ნათესავები ან მოუმწიფებელი ქრისტიანები ვულგარულად ან გამომწვევად ცეკვავენ, სასიძომ შეიძლება სხვა მუსიკა ჩართოს ან ტაქტიანად მოითხოვოს ცეკვის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწილი შეიძლება თავაწყვეტილ წვეულებას დაემსგავსოს და სხვების დაბრკოლების მიზეზი გახდეს (რომაელთა 14:21).
რამდენადაც ზოგი თანამედროვე ცეკვა, მაღალ ხმაზე მუსიკის ჩართვა და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებულად მიღება საშიშროებას ქმნის, ბევრი ქრისტიანი სასიძო გადაწყვეტილებას იღებს, საერთოდ არ იყოს მსგავსი რამ მათ ქორწილში. ზოგს აკრიტიკებენ ამის გამო, მაგრამ პირიქით, ისინი შექებას იმსახურებენ თავიანთი მონდომებისთვის, თავიდან აირიდონ ისეთი რამ, რაც ჩირქს მოსცხებდა ღვთის წმინდა სახელს. მეორე მხრივ, ზოგი სასიძო ზრუნავს, რომ მის ქორწილში დაუკრან სათანადო მუსიკა, გარკვეული დრო გამოეყოს ცეკვას და ზომიერად იქნეს მიღებული ალკოჰოლური სასმელები. ნებისმიერ შემთხვევაში სასიძოა პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ წარიმართება მისი ქორწილი.
-