საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ განადგურდება ეს ქვეყნიერება
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
    • არ უნდა ველოდოთ სხვა მსოფლიო იმპერიას

      13. რა ვიცით დანიელის მიერ აღწერილი ქანდაკების მეხუთე ნაწილის შესახებ?

      13 დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან ვიგებთ, თუ დროის რა პერიოდში ვიმყოფებით. დანიელის მიერ ხილვაში ნანახი ადამიანის ქანდაკება სხვადასხვა ლითონისგან შედგებოდა (დან. 2:28, 31—33). ამ ქანდაკებით წარმოდგენილია ის მსოფლიო იმპერიები, რომლებმაც ღვთის ხალხზე იქონიეს გავლენა როგორც წარსულში, ისე ჩვენს დღეებში. ეს იმპერიებია: ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი, რომი და დღეს არსებული კიდევ ერთი მსოფლიო იმპერია. დანიელის წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიო იმპერია წარმოდგენილია ქანდაკების ტერფებითა და თითებით. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ალიანსი შექმნეს. დანიელის ქანდაკების მეხუთე ნაწილი ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაა. ტერფები, რომლებიც ქანდაკების ბოლო ნაწილს შეადგენს, მიუთითებს იმაზე, რომ სხვა მსოფლიო იმპერიას არ უნდა ველოდოთ. რკინისა და თიხისგან შემდგარი ტერფები და თითები მიუთითებს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის დასუსტებულ მდგომარეობაზე.

      14. რომელი მსოფლიო იმპერია იქნება გაბატონებული არმაგედონის დაწყებამდე?

      14 იმავე წინასწარმეტყველების თანახმად, დიდი ქვით წარმოდგენილი ღვთის სამეფო 1914 წელს მოსწყდა მთას, რომელიც იეჰოვას უზენაესობას განასახიერებს. ახლა ეს ქვა მიემართება თავისი მიზნისკენ — ქანდაკების ტერფებისკენ. არმაგედონის დროს ტერფები და ქანდაკების დარჩენილი სხვა ნაწილები განადგურდება (წაიკითხეთ დანიელის 2:44, 45). ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია იქნება გაბატონებული, როცა არმაგედონი დაიწყება. რა საოცარი იქნება ამ წინასწარმეტყველების სრულად შესრულების ნახვა.c

  • როგორ განადგურდება ეს ქვეყნიერება
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
    • c დანიელის 2:44-ში ჩაწერილი სიტყვები „ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს“, მიუთითებს სამეფოებზე ანუ მსოფლიო იმპერიებზე, რომლებიც წარმოდგენილია ქანდაკების ნაწილებით. სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ „მთელი მსოფლიოს მეფეები“ გაილაშქრებენ იეჰოვას წინააღმდეგ „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხ. 16:14; 19:19—21). ამიტომ არმაგედონში არა მარტო ქანდაკებით წარმოდგენილი სამეფოები განადგურდება, არამედ ამ ქვეყნიერების ყველა სხვა სამეფოც.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება