-
ღვთის სიტყვა უკუნისამდე მკვიდრობსსაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ოქტომბერი
-
-
2) პიროვნებამ, რომელმაც პირველად თარგმნა დანიელის წიგნი ბერძნული „სეპტუაგინტისთვის“ თავის თარგმანში წესები დაარღვია. მან ჩაამატა მტკიცებები, რომლებიც, მისი აზრით, ახსნიდა ან გააძლიერებდა იმას, რაც ებრაულ ტექსტში იყო. მან გამოტოვა დეტალები, რომლებიც, მისი შეხედულებით, მიუღებელი იქნებოდა მკითხველისთვის. როცა თარგმნიდა მესიის გამოჩენის დროის წინასწარმეტყველებას, რომელიც ჩაწერილია დანიელის 9:24–27-ში, მან გააყალბა მოცემული დროის პერიოდი, დაამატა, შეცვალა და გადააადგილა სიტყვები, ალბათ, იმ მიზნით, რომ წინასწარმეტყველებისთვის ისეთი სახე მიეცა, თითქოს ის მხარს უჭერდა მაკაბელების ბრძოლას.
-
-
ღვთის სიტყვა უკუნისამდე მკვიდრობსსაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ოქტომბერი
-
-
„სეპტუაგინტაში“ თხრობის დამახინჯებამ ხელი ვერ შეუშალა მესიის მოსვლას იმ დროს, რომელიც დანიელის მეშვეობით იყო ნაწინასწარმეტყველები. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეში „სეპტუაგინტას“ იყენებდნენ, იუდეველებს ჩვეულებად ჰქონდათ სინაგოგებში საღვთო წერილის მოსმენა, რომელიც ებრაულ ენაზე იკითხებოდა. ამის შედეგად, ‘ხალხი მოლოდინში იყო’, როცა იმ წინასწარმეტყველების შესრულების დრო ახლოვდებოდა (ლუკა 3:15).
-