საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 64 გვ. 152-გვ. 153 აბზ. 4
  • დანიელი ლომების ორმოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დანიელი ლომების ორმოში
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • დანიელი ლომების ხაროში
    ბიბლიური მოთხრობები
  • ლომების ხახიდან დახსნილი!
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
  • დარიოსი — სამართლიანი მეფე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 64 გვ. 152-გვ. 153 აბზ. 4
შურიანი კაცები თავზე დაადგნენ დანიელს, როცა ის ღია ფანჯრის წინ ლოცულობდა.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 64

დანიელი ლომების ორმოში

გავიდა დრო და ბაბილონში დარიოს მიდიელი გამეფდა. მან დაინახა, რომ დანიელი სხვებისგან გამოირჩეოდა და იგი დიდგვაროვანი კაცების მეთაურად დანიშნა. დიდგვაროვნებს შურდათ დანიელის და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. მათ იცოდნენ, რომ დანიელი დღეში სამჯერ მიმართავდა იეჰოვას ლოცვით, ამიტომ მეფე დარიოსთან მივიდნენ და მოახსენეს: მეფეო, გაეცი ბრძანება, რომ ხალხმა მხოლოდ შენ მოგმართოს ლოცვით. ვინც ამ კანონს დაარღვევს, ლომებით სავსე ორმოში ჩააგდონ. დარიოსს მოეწონა ეს აზრი და გამოსცა კანონი.

როგორც კი დანიელმა ახალი კანონის შესახებ შეიტყო, სახლში წავიდა; ღია ფანჯარასთან დაიჩოქა და იეჰოვას მიმართა ლოცვით. ლოცვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ შურიანი კაცები მის სახლში შეცვივდნენ. შემდეგ მეფესთან გაიქცნენ და უთხრეს: დანიელი არ გემორჩილება. ის დღეში სამჯერ ლოცულობს. დარიოსს მოსწონდა დანიელი და მისი სიკვდილი არ უნდოდა. მთელი დღე იმაზე ფიქრობდა, როგორ გადაერჩინა იგი. მაგრამ იმ ქვეყანაში ასეთი წესი იყო: მეფის მიერ გამოცემული კანონის შეცვლა თავად მეფესაც კი აღარ შეეძლო. დარიოსს სხვა გზა აღარ დარჩენოდა; გასცა ბრძანება, რომ დანიელი გააფთრებული ლომების ორმოში ჩაეგდოთ.

დარიოსი ისე დარდობდა, რომ მთელი ღამე ვერ დაიძინა. დილით ორმოსთან მიირბინა და დანიელს ჩასძახა: გიშველა შენმა ღმერთმა?

დარიოსს ორმოდან დანიელის ხმა მოესმა: იეჰოვას ანგელოზმა პირი აუკრა ლომებს. მათ ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. მეფეს ძალიან გაუხარდა ამის მოსმენა და დანიელი ორმოდან ამოაყვანინა. მას ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. შემდეგ მეფემ ბრძანა, რომ ლომების ორმოში ის კაცები ჩაეყარათ, რომლებმაც დანიელი დაადანაშაულეს. ჩაყარეს თუ არა ისინი ორმოში, ლომებმა მაშინვე შეჭამეს.

დარიოსმა მთელ სამეფოში ასეთი ბრძანება გამოსცა: ყველას ეშინოდეს დანიელის ღმერთის! მან დანიელი ლომებისგან იხსნა!

შენც ყოველდღე მიმართავ იეჰოვას ლოცვით?

დანიელი ლომების ორმოში

„იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ერთგულები“ (2 პეტრე 2:9).

კითხვები: რას აკეთებდა დანიელი დღეში სამჯერ? როგორ გადაარჩინა იეჰოვამ დანიელი?

დანიელი 6:1–28

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება