-
ევოლუციური მოძღვრება არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
-
-
შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 1999 წელს გამოცემულ ბროშურაში ნათქვამია: „სახეობათა წარმოქმნის [ახალ სახეობათა ევოლუციის] საინტერესო მაგალითია მთიულების 13 სახეობა, რომლებიც დარვინმა გალაპაგოსის კუნძულებზე შეისწავლა; ეს მთიულები დღეს დარვინის მთიულების სახელით არის ცნობილი“.
70–იან წლებში მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში პიტერ და როზმარ გრანტები ედგნენ, დაიწყო ამ მთიულების შესწავლა და აღმოაჩინა, რომ გვალვიანი წლის შემდეგ უფრო ის მთიულები გადარჩნენ, რომლებსაც ოდნავ დიდი ნისკარტი ჰქონდათ, ვიდრე ისინი, რომლებსაც ნისკარტი შედარებით პატარა ჰქონდათ. თუმცა ნისკარტის ფორმა და ზომაა იმის ერთ–ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანი, 13–დან თუ რომელ სახეობას მიეკუთვნება რომელიმე მთიულა, ეს აღმოჩენა მაინც ძალიან მნიშვნელოვნად ჩაითვალა. „გრანტების შეფასებით, — განაგრძობს იგივე ბროშურა, — თუ გვალვა დაახლოებით ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გამეორდება, დაახლოებით ორასი წლის შემდეგ შეიძლება მთიულების ახალი სახეობა წარმოიშვას“.
მაგრამ ამ ბროშურაში მოხსენიებული არ არის ზოგიერთი მნიშვნელოვანი და ევოლუციონისტებისთვის საჩოთირო ფაქტი. გვალვის შემდგომ წლებში პოპულაციაში კვლავ იმატა პატარა ნისკარტის მქონე მთიულების რიცხვმა და დიდი ნისკარტის მქონეთა რიცხვს გადააჭარბა. ასე რომ, პიტერ გრანტი და ასპირანტი ლილე გიბსონი 1987 წელს მეცნიერულ ჟურნალ „ბუნებაში“ წერდნენ, „თუ როგორ შეიცვალა საპირისპირო მიმართულებით სელექციონერების მიერ აღებული კურსი“. 1991 წელს გრანტი წერდა, რომ კლიმატის ცვლილების შესაბამისად „პოპულაციის რიცხვობრიობა, რომელზეც ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებდა, ხან მატულობდა და ხან კლებულობდა“. მეცნიერებმა აგრეთვე შენიშნეს, რომ ზოგი განსხვავებული „სახეობის მთიულები ერთმანეთს ეჯვარებოდნენ და წარმოქმნიდნენ შთამომავლობას, რომლებსაც მშობლებთან შედარებით გადარჩენის მეტი უნარი ჰქონდათ. პიტერ და როზმარ გრანტებმა დაასკვნეს, რომ, თუ შეჯვარება კვლავაც გაგრძელდებოდა, 200 წელიწადში მთიულების ორი „სახეობის“ ერთმანეთთან შერწყმის შედეგად მხოლოდ ერთი წარმოიშობოდა.
-
-
ევოლუციური მოძღვრება არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
-
-
მართლაც, დარვინის მთიულებიდან ‘რაიმე ახალი’ არ წარმოშობილა. ისინი დღემდე მთიულებად დარჩნენ. და ის ფაქტი, რომ ამ მთიულებში ერთმანეთთან შეჯვარება ხდება, ეჭვქვეშ აყენებს კლასიფიკაციას, რომელსაც ზოგი ევოლუციონისტი იყენებს.
-