-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
19 როგორც წინა თავში ვნახეთ, ესაიამ გაკიცხა „სიონის ასულნი“, რომლებიც თავიანთ ზნედაცემულობას თვალში საცემი სამკაულებით ნიღბავდნენ. მან აგრეთვე ამხილა სისხლისმღვრელი ხალხი და განბანისკენ მოუწოდა (ესაია 1:15, 16; 3:16—23). ახლა კი ის იმ დროზე წინასწარმეტყველებს, როდესაც იეჰოვა „ჩამორეცხავს მწვირეს“ ანუ ზნეობრივ სიბინძურეს და „გაწმენდს სისხლის ლაქებს“ (ესაია 4:4, „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). როგორ მოხდება ეს განწმენდა? „განკითხვის სულით“ და „ხანძრის სულით“. იერუსალიმის კარს მომდგარი აოხრება და ბაბილონის ტყვეობა ღვთის განკითხვა და ცეცხლოვანი რისხვა იქნება უწმინდური ერისთვის, რაც ხანძარივით გაანადგურებს მას. გადატანილი უბედურებები თავმდაბლობას ასწავლის და განწმენდს გადარჩენილებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდებიან. ისინი განიწმინდებიან იეჰოვას თვალში და შეწყალებული იქნებიან მისგან (შეადარეთ მალაქია 3:2, 3).
-
-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
18, 19. რა განწმენდა უნდა მოახდინოს იეჰოვამ ესაიას 4:4, 5-ის თანახმად, და როგორ?
18 შემდეგ მუხლებში აღწერილია, როგორ განიწმინდებიან აღორძინებული ქვეყნის მკვიდრნი და როგორ აკურთხებს მათ იეჰოვა. ესაია განაგრძობს წინასწარმეტყველებას: «როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით.
-