საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის სულზე მინდობით შეხვდით ცხოვრებისეულ ცვლილებებს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 აპრილი
    • ‘არ მიენდოთ მაცდურ სიმდიდრეს’

      15. ა) როგორ იყენებს ზოგი თავის სიმდიდრეს? ბ) როგორ ეწადა დავითს თავისი სიმდიდრის გამოყენება?

      15 არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დავითი წარმოშობით წარჩინებული ან მდიდარი ოჯახის შვილი იყო. მაგრამ დავითმა თავისი მეფობის პერიოდში დიდძალი სიმდიდრე მოიპოვა. როგორც ცნობილია, ბევრი აგროვებს სიმდიდრეს, სიხარბის გამო სულ უფრო მეტის შეძენას ცდილობს ან ფულს მხოლოდ ეგოისტური მიზნებისთვის ხარჯავს. სხვები ფულს საკუთარი თავის განსადიდებლად იყენებენ (მათე 6:2). დავითმა კი თავისი სიმდიდრე სულ სხვაგვარად გამოიყენა. ის მთელი გულით ცდილობდა იეჰოვასთვის პატივის მიგებას. დავითმა ნათანს თავისი ძლიერი სურვილის შესახებ აცნობა: მას უნდოდა იეჰოვასთვის ტაძრის აშენება, რათა იქ დადებულიყო შეთანხმების კიდობანი, რომელიც იმ პერიოდში კარავში, ‘სავანის ქვეშ იყო’. იეჰოვამ მოიწონა დავითის ჩანაფიქრი, მაგრამ ნათანის მეშვეობით უთხრა, რომ ტაძარს მისი ვაჟი, სოლომონი, ააშენებდა (2 მეფეთა 7:1, 2, 12, 13).

      16. რა სამზადისს შეუდგა დავითი ტაძრის ასაშენებლად?

      16 დავითმა ამ დიდებული სამშენებლო პროექტისთვის საჭირო მასალები მოაგროვა. მან სოლომონს უთხრა: „უფლის სახლისათვის გავამზადე ასიათასი ქანქარი ოქრო, მილიონი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო“. პირადი ქონებიდან დავითმა გაიღო 3 000 ქანქარი ოქრო და 7 000 ქანქარი ვერცხლიa (1 ნეშტთა 22:14; 29:3, 4). დავითს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით კი არ გაუღია ასე გულუხვად, არამედ ამით იეჰოვა ღმერთისადმი რწმენა და ერთგულება გამოავლინა. მას ესმოდა, თუ ვისი წყალობით ჰქონდა სიმდიდრე და ამიტომ იეჰოვას უთხრა: „ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით [მოცემული] შემოგწირეთ“ (1 ნეშტთა 29:14). დავითი გულუხვობამ აღძრა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად.

  • ღვთის სულზე მინდობით შეხვდით ცხოვრებისეულ ცვლილებებს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 აპრილი
    • a დავითის მიერ გაღებული შეწირულობა დღევანდელი ფულის ეკვივალენტით 1 200 000 000 ამერიკულ დოლარზე მეტს შეადგენს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება