-
იეჰოვას შეუძლია პატიება — რას ნიშნავს ეს თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ნოემბერი
-
-
დავითმა ილოცა და ღმერთმაც აპატია
8, 9. როგორ ამჟღავნებს 51-ე ფსალმუნი დავითის ფიქრებს და რას ვსწავლობთ აქედან იეჰოვას შესახებ?
8 სიმღერიდან, რომელიც დავითმა შეცოდების შემდეგ დაწერა, ჩანს მისი გულწრფელი მონანიება. 51-ე ფსალმუნში ვკითხულობთ, თუ როგორ უღვრის გულს დავითი იეჰოვას და ვხედავთ, რომ მან მარტო კი არ აღიარა შეცდომები, არამედ მოინანია კიდევაც. მისი უმთავრესი საწუხარი ღმერთთან ურთიერთობა იყო. „შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე“, — აღიარა დავითმა. ის სთხოვდა იეჰოვას: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი . . . დამიბრუნე სიხარული შენგან ხსნით და გამამაგრე მზადყოფნის სულით“ (ფსალმ. 51:1—4, 7—12). დავითის მსგავსად, თქვენც გულწრფელად და გულახდილად ესაუბრებით იეჰოვას თქვენს გრძნობებზე?
-
-
იეჰოვას შეუძლია პატიება — რას ნიშნავს ეს თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ნოემბერი
-
-
როგორც იესომ თქვა, ღმერთი ისე გვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით სხვებს. „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (მათ. 7:1, 2). რამხელა შვების მომგვრელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს — ისეთ სერიოზულ ცოდვებსაც კი, როგორიცაა მრუშობა და მკვლელობა. ის გვაპატიებს, თუ თავად ვართ მზად პატიებისთვის, ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს მის წინაშე და თუ ცხადვყოფთ, რომ ცუდი საქმეებისადმი დამოკიდებულება შევიცვალეთ. როცა შემცოდველი გულწრფელად ინანიებს, მისთვის „იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ დგება (წაიკითხეთ საქმეების 3:19).
-