-
„ვინ არის ამ გრაგნილის გახსნის ღირსი?“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: „ნუ ტირი. აი, გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას მას შვიდი ბეჭედი“ » (გამოცხადება 5:5).
-
-
„ვინ არის ამ გრაგნილის გახსნის ღირსი?“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
6. რა გაგებით იყო იესო იესეს „ყლორტი“ და „დავითის ფესვი“?
6 იოანე მალევე ხვდება, ვინ არის „დავითის ფესვი“. წინასწარმეტყველების თანახმად აღთქმულ მესიას ეწოდება „ყლორტი იესეს [მეფე დავითის მამის] ძირკვიდან. . . ამონაყარი“ და „იესეს ფესვი, [რომელიც] ნიშნად იდგება ხალხებისთვის“ (ესაია 11:1, 10). იესო იესეს ყლორტი იყო, რადგან იესეს ძის, დავითის სამეფო ხაზში დაიბადა. ის იესეს ფესვიცაა, რადგან მან კვლავ აღმოაცენა, სამარადისოდ გააცოცხლა დავითის დინასტია, რომელიც სწორედ ამ ფესვიდან იკვებებოდა (2 სამუელი 7:16).
-