საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იყავით ბრძენნი და ღვთისა გეშინოდეთ!
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
    • უკეთესად რომ გავიგოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ღვთის შიში, მოდი დავფიქრდეთ ძველი ისრაელის მეფე დავითის მაგალითზე.

      5. როგორ დაეხმარა ცხვრის მწყემსვა დავითს იეჰოვასადმი შიშის სწავლაში?

      5 იეჰოვამ უარყო ისრაელის პირველი მეფე საული, რადგან მას ხალხისა ეშინოდა, ღვთის შიში კი არ ჰქონდა (1 მეფეთა 15:24—26). მეორე მხრივ, დავითის ცხოვრება და იეჰოვასთან მისი ახლო ურთიერთობა ცხადყოფს, რომ ის ნამდვილად ღვთისმოშიში კაცი იყო. ჯერ კიდევ ბავშვობიდან დავითი ხშირად მწყემსავდა მამის ცხვარს (1 მეფეთა 16:11). ცხვრის მწყემსვისას დავითს არაერთი ღამე გაუტარებია ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, რაც დაეხმარებოდა, გაეგო, რას ნიშნავს იეჰოვასადმი შიში. თუმცა დავითს უკიდეგანო სამყაროს შესახებ მხოლოდ მწირი ცოდნა ჰქონდა, ის სწორ დასკვნამდე მივიდა — ღმერთი იმსახურებს ჩვენს პატივისცემასა და თაყვანისცემას. მოგვიანებით ის წერდა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნები 8:4, 5).

      6. რა გრძნობა დაეუფლა დავითს, როდესაც იეჰოვას დიდებულებას ჩასწვდა?

      6 დავითი ხედავდა, თუ რა პატარა იყო თვითონ ვარსკვლავებით მოჭედილ უზარმაზარ ცასთან შედარებით, რაც მას მოწიწების გრძნობას ჰგვრიდა. ამის გაცნობიერებამ დავითი კი არ შეაშინა, არამედ აღძრა, განედიდებინა იეჰოვა და ეთქვა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნები 18:2). ღვთისადმი ასეთმა მოკრძალებამ დავითი უფრო დაახლოვა იეჰოვასთან და იმის სურვილი გაუჩინა, რომ მისი სრულყოფილი გზების შესახებ მეტი გაეგო და მიჰყოლოდა მათ. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა დავითი, როდესაც იეჰოვას უმღეროდა: „დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთი ღმერთი. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე, რათა ვიარო შენი ჭეშმარიტებით. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“ (ფსალმუნები 85:10, 11).

      7. როგორ დაეხმარა ღვთისმოშიშება დავითს გოლიათთან ბრძოლაში?

      7 როდესაც ფილისტიმელებმა ისრაელებს შეუტიეს, დაახლოებით სამმეტრიანი გოლიათი ისრაელებს დასცინოდა და, ფაქტობრივად, ეუბნებოდა: ‘გამომიყვანეთ ვინმე, რომ პირისპირ შემებრძოლოს! თუ ის გაიმარჯვებს, ჩვენ თქვენი მსახურნი ვიქნებით’ (1 მეფეთა 17:4—10). საული და ყველა მისი მეომარი შიშმა აიტანა, მაგრამ დავითი — არა. მან იცოდა, რომ მხოლოდ იეჰოვას შიში უნდა ჰქონოდა და არა — ადამიანის, როგორი ძლიერიც უნდა ყოფილიყო იგი. „მე . . . ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, — უთხრა დავითმა გოლიათს, — და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი“. იეჰოვას დახმარებით, დავითმა შურდულითა და ერთ ქვით გოლიათი მოკლა (1 მეფეთა 17:45—47).

      8. რას გვასწავლის ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთისმოშიშ ადამიანთა მაგალითები?

      8 დავითის მსგავსად ჩვენც შეიძლება რთული დაბრკოლებებისა და ძლიერი მტრების წინაშე აღმოვჩნდეთ. რის გაკეთება შეგვიძლია ამ დროს? დავითისა და ძველი დროის სხვა ერთგული მსახურების მსგავსად, ღვთისმოშიშება უნდა გამოვავლინოთ. ღვთისადმი შიში ადამიანებისადმი შიშზე ძლიერია. ღვთის ერთგული მსახური ნეემია მტრებისგან შევიწროებულ თანამემამულეებს მოუწოდებდა: „ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ უფალი, დიდი და საშინელი“ (ნეემია 4:14). იეჰოვას დახმარებით დავითმა, ნეემიამ და ღვთის სხვა ერთგულმა მსახურებმა წარმატებით შეასრულეს მათთვის დაკისრებული დავალება. თუ ღვთისმოშიშებას გამოვავლენთ, ჩვენც ვიქნებით წარმატებულნი.

      რთულ სიტუაციებში ღვთისმოშიშების გამოვლენა

      9. რა სიტუაციებში ცხადყო დავითმა, რომ ღვთისმოშიში კაცი იყო?

      9 გოლიათის დამარცხების შემდეგ იეჰოვამ დავითს სხვა გამარჯვებებიც მოუტანა. მაგრამ შურით აღძრული საული თავიდან იმპულსურად და შემდეგ ვერაგულად შეეცადა დავითის მოკვლას; ბოლოს ჯარი შეკრიბა და ისე სცადა თავისი მიზნის განხორციელება. იეჰოვამ დავითი დაარწმუნა, რომ მეფე გახდებოდა, მაგრამ ღვთის ეს ერთგული მსახური წლების განმავლობაში დევნილი უნდა ყოფილიყო, ებრძოლა და დალოდებოდა დროს, როდესაც იეჰოვა გაამეფებდა. ამ განსაცდელების გადატანით დავითმა ცხადყო, რომ ჭეშმარიტი ღვთის შიში ჰქონდა (1 მეფეთა 18:9, 11, 17; 24:2).

      10. როგორ გამოავლინა დავითმა ღვთისმოშიშება რთულ სიტუაციაში?

      10 ერთხელ დავითმა თავი შეაფარა ფილისტიმის ქალაქ გათს, რომელიც გოლიათის სამშობლო იყო და სადაც აქიში მეფობდა (1 მეფეთა 21:11—16). მეფის მსახურებმა დავითი ერის მტრად გამოაცხადეს. როგორ მოიქცა დავითი? მან მხურვალე ლოცვით მიმართა იეჰოვას (ფსალმუნები 55:2—5, 12—14). თუმცა დავითმა თავი მოიგიჟიანა, მან იცოდა, რომ, სინამდვილეში, იეჰოვამ იხსნა იგი და აკურთხა მისი მცდელობა. დავითი მთელი გულით იყო იეჰოვაზე მინდობილი და სჯეროდა მისი, რითაც ცხადყო, რომ ნამდვილად ღვთისმოშიში იყო (ფსალმუნები 33:5—7, 10—12).

      11. როგორ შეგვიძლია განსაცდელების დროს ცხადვყოთ, რომ, დავითის მსგავსად, ღვთისმოშიშები ვართ?

      11 პრობლემებთან გამკლავებისას დავითის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ღვთისადმი შიშის გამოვლენა, თუ ვენდობით იეჰოვას და გვჯერა მისი დანაპირების. „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“, — თქვა დავითმა (ფსალმუნები 36:5). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას, უბრალოდ, ვეტყვით ჩვენი პრობლემის შესახებ, თავად კი არაფერს გავაკეთებთ მის მოსაგვარებლად და დაველოდებით, რას გააკეთებს ჩვენს სასარგებლოდ. დავითი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილებულა, რომ ლოცვაში ღმერთს დახმარება სთხოვა. მან იეჰოვასგან ბოძებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები პრობლემებთან გასამკლავებლად გამოიყენა. და მაინც, დავითმა იცოდა, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ადამიანის ძალისხმევა არ კმარა. ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენც. მას შემდეგ, რაც ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი იეჰოვას უნდა მივანდოთ. ხშირად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, იეჰოვას მივენდოთ. სწორედ ასეთ დროს ჩანს, თუ რამდენად ღვთისმოშიშები ვართ. ჩვენთვის მანუგეშებელია დავითის სიტყვები: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ფსალმუნები 25:14, აქ [24:14]).

      12. რატომ უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ლოცვებს სერიოზულად და როგორ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ?

      12 სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ლოცვებსა და ღმერთთან ურთიერთობას. როდესაც იეჰოვას ვუახლოვდებით, ‘უნდა გვწამდეს, რომ ის არსებობს და თავის გულმოდგინედ მძებნელს აჯილდოებს’ (ებრაელები 11:6; იაკობი 1:5—8). როცა ის გვეხმარება, „მადლიერნი“ უნდა ვიყოთ, როგორც ამას მოციქული პავლე გვირჩევს (კოლოსელები 3:15, 17). არ უნდა დავემსგავსოთ მათ, რომელთა შესახებაც ერთი ცხებული ქრისტიანი წერდა: «ისინი ფიქრობენ, რომ თითქოს ღმერთი „ზეციერი ოფიციანტია“. როცა თვითონ რამე სჭირდებათ, მაშინვე უნდათ, რომ მოვიდეს. როგორც კი ის სურვილს აუსრულებს, უკვე აღარ სჭირდებათ იგი». ასეთი დამოკიდებულება იმაზე მეტყველებს, რომ მათ ღვთის შიში არა აქვთ.

      ღვთისადმი შიშის დაკარგვა

      13. როდის არ გამოავლინა დავითმა ღვთის კანონისადმი პატივისცემა?

      13 გაჭირვების დროს იეჰოვასგან დახმარების მიღებამ დავითს ღვთისადმი შიში გაუღრმავა და ნდობა განუმტკიცა (ფსალმუნები 30:23—25). მაგრამ სამ მნიშვნელოვან შემთხვევაში დავითმა ღვთისმოშიშება არ გამოავლინა, რამაც სერიოზული შედეგები მოუტანა. პირველ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის კანონის თანახმად, იეჰოვას შეთანხმების კიდობანი ლევიანებს მხრებით გადაეტანათ იერუსალიმში, იგი ურემზე დადეს. როდესაც ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რომ არ გადმოვარდნილიყო, ღმერთმა მაშინვე მოკლა ის ამ „უპატივცემულო საქციელისთვის“ (აქ). ნამდვილად, ყუზამ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ, ფაქტობრივად, დავითმა არ გამოავლინა ღვთის კანონისადმი სათანადო პატივისცემა, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ღვთისადმი შიშის გამოვლენა მისი ნების თანახმად ცხოვრებას ნიშნავს (2 მეფეთა 6:2—9; რიცხვნი 4:15; 7:9).

      14. რა შედეგი მოჰყვა დავითის მიერ ისრაელების აღრიცხვას?

      14 მოგვიანებით, სატანის მიერ აღძრულმა დავითმა ისრაელის მეომრები აღრიცხა (1 ნეშტთა 21:1). ამგვარი მოქმედებით დავითმა არ გამოავლინა ღვთისადმი შიში, რასაც 70 000 ისრაელის სიკვდილი მოჰყვა. მართალია, დავითმა იეჰოვას წინაშე მოინანია, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ სავალალო შედეგები მოუტანა როგორც მას, ისე ხალხს (2 მეფეთა 24:1—16).

      15. რატომ ჩაიდინა დავითმა უზნეობა?

      15 დავითმა კიდევ ერთ შემთხვევაში არ გამოავლინა ღვთისადმი შიში, როცა ბათშებაყთან, ურიას ცოლთან, უზნეობა ჩაიდინა. დავითმა იცოდა, რომ მრუშობა ან სხვისი ცოლის ნდომაც კი არასწორი იყო (გამოსვლა 20:14, 17). ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეფემ თვალი მოჰკრა მობანავე ბათშებაყს. ღვთისადმი სათანადო შიშს დავითი მაშინვე უნდა აღეძრა, რომ თვალი მოერიდებინა ბათშებაყისთვის და ფიქრები სხვა რამეზე გადაეტანა. ნაცვლად ამისა დავითი, როგორც ჩანს, განაგრძობდა ყურებას მანამ, სანამ ვნებამ ღვთისადმი შიში არ სძლია (მათე 5:28; 2 მეფეთა 11:1—4). დავითს იმ მომენტში დაავიწყდა, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იეჰოვა მის ცხოვრებაში (ფსალმუნები 138:1—7).

      16. რა შედეგები მოიმკა დავითმა თავისი არასწორი მოქმედებისთვის?

      16 ბათშებაყთან მრუშობის შედეგად დავითს ვაჟი შეეძინა. ცოტა ხანში იეჰოვამ წინასწარმეტყველი ნათანი მიუგზავნა დავითს, რომელმაც ის ცოდვაში ამხილა. მას შემდეგ, რაც გონს მოეგო, დავითს ღვთისადმი შიში დაუბრუნდა, და მან მოინანია. დავითი იეჰოვას შეევედრა, ზურგი არ ექცია და წმინდა სული არ წაერთმია მისთვის (ფსალმუნები 50:9, 13). იეჰოვამ მიუტევა დავითს და სასჯელი შეუმსუბუქა, მაგრამ მისი მოქმედების ცუდი შედეგებისგან არ დაუცვია იგი. დავითს ვაჟი მოუკვდა და, მას შემდეგ, მის ოჯახს მწუხარება და უბედურება არ მოშორებია. რა ძვირად დაუჯდა დავითს ღვთისადმი შიშის უგულებელყოფა! (2 მეფეთა 12:10—14; 13:10—14; 15:14).

  • გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
    • დაკარგული ბედნიერების დაბრუნება

      3. რა დაეხმარა დავითს შეცდომების გამოსწორებაში?

      3 წინა სტატიაში განვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი შემთხვევა, როდესაც დავითმა არ გამოავლინა ღვთისადმი სათანადო შიში და შესცოდა. მაგრამ ის, თუ როგორ გამოეხმაურა დავითი იეჰოვას დასჯას, ცხადყოფს, რომ ნამდვილად ღვთისმოშიში იყო. ღვთისადმი მოკრძალებამ და პატივისცემამ დავითი აღძრა, ეღიარებინა თავისი დანაშაული, დაბრუნებოდა სწორ გზას და აღედგინა იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა. მართალია, დავითის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მას და სხვებს ტანჯვა მოუტანა, მაგრამ გულწრფელი მონანიებით იეჰოვას მხარდაჭერა და კურთხევები მოიპოვა. დღეს დავითის მაგალითი გამამხნევებელია იმ ქრისტიანებისთვის, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს.

  • გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
    • ცოდვის ჩადენას ტანჯვა ჯობია

      5, 6. ახსენით, როგორ და რატომ გადაურჩა საული ორჯერ დავითის მახვილს.

      5 რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც ადამიანს ღვთის შიში ეხმარება, რომ თავიდანვე არ ჩაიდინოს ცოდვა. ამას ადასტურებს დავითის შემთხვევა. ერთხელ საული იმ გამოქვაბულში შევიდა, სადაც დავითი და მისი ხალხი საულსა და მის სამიათას მეომარს ემალებოდნენ. დავითს თავისი ხალხი აქეზებდა, რომ საული მოეკლა. იეჰოვამ ჩაუგდო დავითს ხელში მისი დაუძინებელი მტერი? დავითი მიეპარა სულს და მის მოსასხამს კიდე მოაჭრა. ასეთი უმნიშვნელო მოქმედების გამოც კი, რომელსაც საულისთვის ზიანი არ მიუყენებია, დავითს სინდისი ქენჯნიდა, რადგან ის ღვთისმოშიში კაცი იყო. დავითმა შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა თავისი ხალხი: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი“b (1 მეფეთა 24:2—8).

      6 სხვა შემთხვევაში, როცა საული და მისი მეომრები ღამით დაბანაკებულნი იყვნენ, „უფლის ძილქუში დაეცათ მათ“. დავითი და მისი მამაცი დისშვილი აბიშაი ბანაკში შეიპარნენ და მძინარე საულს თავზე დაადგნენ. აბიშაის სურდა, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღო საულისთვის. დავითმა აბიშაი შეაკავა და უთხრა: „უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება“ (1 მეფეთა 26:9, 12).

      7. რა დაეხმარა დავითს, რომ ცოდვა არ ჩაედინა?

      7 რატომ არ მოკლა დავითმა საული, როცა მას ამის გაკეთების საშუალება ორჯერ მიეცა? რადგან მას საულზე მეტად იეჰოვასი ეშინოდა. დავითს ღვთის შიში ჰქონდა და, ამიტომ, თუ საჭირო გახდებოდა, ცოდვის ჩადენას ტანჯვას ამჯობინებდა (ებრაელები 11:25). ის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა ზრუნავდა როგორც თავის ხალხზე, ისე პირადად მასზე. დავითმა იცოდა, რომ ღმერთზე მინდობა და მორჩილება მას ბედნიერებასა და კურთხევებს მოუტანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ღვთის კეთილგანწყობას დაკარგავდა (ფსალმუნები 64:5). დავითმა ისიც იცოდა, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის დანაპირებს და, დანიშნულ დროს და საჭირო სახით, მას გაამეფებდა (1 მეფეთა 26:10).

  • გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
    • ‘უფლით გამხნევებული’

      12. როგორ გააძლიერა დავითი ღვთის შიშმა?

      12 იეჰოვასადმი შიში დავითისთვის ბოროტებისგან თავის შეკავებაზე მეტს ნიშნავდა. ამგვარი შიშით გაძლიერებული დავითი რთულ სიტუაციებში გადაჭრით და გონივრულად მოქმედებდა. დაახლოებით წლისა და ოთხი თვის განმავლობაში დავითი და მისი ხალხი ფილისტიმელთა ქვეყანაში, ციკლაგში, აფარებდნენ თავს (1 მეფეთა 27:5—7). ერთხელ, როდესაც ისინი ქალაქიდან იყვნენ გასულები, ამალეკელებმა ქალაქი გადაწვეს და მათი ცოლები და ბავშვები ტყვედ წაასხეს. როდესაც დავითი და მისი ხალხი დაბრუნდნენ და დაინახეს, რაც მოხდა, ხმამაღლა ატირდნენ. დავითის ხალხს მალე მწუხარება გამწარებაში გადაეზარდა და დავითს ჩაქოლვა დაუპირეს. დავითი დამწუხრდა, მაგრამ გული არ გასტეხია (იგავები 24:10). ის ღვთის შიშმა აღძრა, იეჰოვასთვის მიემართა და ‘უფლით გაემხნევებინა თავი’. ღვთის დახმარებით დავითი და მისი ხალხი დაეწია ამალეკელებს და ყველაფერი დაიბრუნეს (1 მეფეთა 30:1—20).

  • გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
    • ძვირფასი მემკვიდრეობა

      15. რის გადაცემა უნდოდა დავითს შვილებისთვის და როგორ გააკეთა მან ეს?

      15 „მოდით, შვილებო, მომისმინეთ! — წერდა დავითი. — უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ“ (ფსალმუნები 33:12). დავითს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შვილებისთვის გადაეცა ძვირფასი მემკვიდრეობა — ჭეშმარიტი, გაწონასწორებული და ჯანსაღი შიში იეჰოვასადმი. სიტყვით და საქმით დავითმა შვილებს დაანახვა, რომ იეჰოვა მოსიყვარულე, მზრუნველი და მიმტევებელი მამაა და არა მომთხოვნი და შიშის შთამნერგავი ღმერთი, რომელიც ჩასაფრებულია და ელოდება, როდის დაარღვევენ მისი მსახურები კანონს. „ვინ შეძლებს მიჰყვეს არასწორი ნაბიჯების კვალს?“ — იკითხა დავითმა. დავითს სჯეროდა, რომ იეჰოვა არ ეძებს თავის მსახურთა შეცდომებს, რაც მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „დამანახე დაფარული!“ დავითი დარწმუნებული იყო, რომ თუ ძალ–ღონეს არ დაიშურებდა, მისი სიტყვები და აზრები იეჰოვასთვის მისაღები იქნებოდა (ფსალმუნები 19:12, 14, „ბაინგტონის თარგმანი“ [18:13, 15]).

  • გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 აგვისტო
    • 18. რას მოგვიტანს ჭეშმარიტი ღვთის შიში?

      18 „დავითის უკანასკნელ სიტყვებში“ ვკითხულობთ: „მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს. და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას“ (2 მეფეთა 23:1, 3, 4). დავითის ძემ და მისი ტახტის მემკვიდრემ, სოლომონმა, როგორც ჩანს, კარგად აითვისა მამისგან ნასწავლი, რადგან იგი იეჰოვას სთხოვდა, მისთვის „გონიერი გული“ და იმის უნარი მიეცა, რომ ‘სიკეთე და ბოროტება გაერჩია’ (3 მეფეთა 3:9). სოლომონს ესმოდა, რომ იეჰოვასადმი შიშის გამოვლენა ადამიანს გონიერს ხდის და ბედნიერება მოაქვს. მოგვიანებით წიგნი „ეკლესიასტე“ მან ასეთი სიტყვებით დაასრულა: „მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი. რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულს — კარგი იქნება თუ ცუდი“ (ეკლესიასტე 12:13, 14). თუ ყურად ვიღებთ ამ რჩევას, დავინახავთ, რომ „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს“ არა მარტო სიბრძნე და ბედნიერება მოაქვს, არამედ ‘სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეც’ (იგავები 22:4, აქ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება