-
იეჰოვასთვის გულით სასურველი კაცისაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 სექტემბერი
-
-
დავითმა მშვიდი ცხოვრების წლები იეჰოვაზე ფიქრში გაატარა
მწყემსები უმეტეს დროს განმარტოებული არიან და მშვიდ ცხოვრებას ეწევიან. მაგრამ დავითი ცდილობდა, რომ არ მობეზრებოდა ეს საქმე. მას მშვიდ გარემოში შესაძლებლობა ეძლეოდა, ბევრ რამეზე ეფიქრა. როგორც ჩანს, დავითმა მოგვიანებით თავის ფსალმუნებში სწორედ ის დაწერა, რაზეც ახალგაზრდობაში ფიქრობდა. სწორედ განმარტოების დროს ფიქრობდა დავითი, თუ რა ადგილი ეკავა სამყაროში ადამიანს და რა საოცრად იყო შექმნილი ციური სხეულები — მზე, მთვარე და ვარსკვლავები — იეჰოვას „თითების ნამოქმედარი“. როდესაც ბეთლემის ახლოს მდებარე ველ-მინდვრებში დააბიჯებდა, დავითი ალბათ აკვირდებოდა ამ ნაყოფიერ მიწას, მსხვილფეხა საქონელს, ფრინველებსა და „ტრიალი მინდვრის მხეცებს“ (ფსალმუნი 8:3—9; 19:1—6).
უეჭველია, დავითი, როგორც მწყემსი, უფრო კარგად დაინახავდა, თუ რაოდენ თანამგრძნობია იეჰოვა თავის ერთგულთა მიმართ. ის ასე მღეროდა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება. აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს, წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის. უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან; შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ“ (ფსალმუნი 23:1, 2, 4).
შეიძლება ფიქრობთ, რა კავშირი აქვს ამას თქვენთან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავითს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მისთვის „გულით სასურველი კაცი“ გახდა, სწორედ ის იყო, რომ იგი ბევრს ფიქრობდა იეჰოვას საქმეებზე და ღმერთთან ურთიერთობაზე. თქვენზეც იმავეს თქმა შეიძლება?
ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, განგედიდებინათ იეჰოვა მის ხელთა ქმნილებებზე დაკვირვების შემდეგ? აღგვსებიათ გული იეჰოვასადმი სიყვარულით, როცა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ის ადამიანებს და რა თვისებებს ავლენს? რასაკვირველია, იმისათვის, რომ დააფასოთ იეჰოვა, მშვიდ გარემოში ლოცვით უნდა იფიქროთ ღვთის სიტყვაზე და მის შემოქმედებაზე. ასეთი დაფიქრების წყალობით უფრო ახლოს გაეცნობით იეჰოვას და, შესაბამისად, მისდამი სიყვარულიც გაგიღრმავდებათ. იეჰოვასთან დაახლოების პატივი ყველას, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს, ერგო წილად. აშკარაა, რომ დავითს იეჰოვასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ახლო ურთიერთობა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
-
-
იეჰოვასთვის გულით სასურველი კაცისაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 სექტემბერი
-
-
როგორც არ უნდა ყოფილიყო, დავითი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა იეჰოვამ ამოირჩია. მაგრამ აშკარაა, რომ დავითი უკვე სულიერად მოწიფული იყო. ცხადია, მას იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რაც იმან განაპირობა, რომ გამუდმებით ფიქრობდა იეჰოვას საქმეებზე.
დღეს ახალგაზრდებმა უნდა მიჰბაძონ დავითს. ამიტომ, მშობლებო, წაახალისეთ თქვენი შვილები, იფიქრონ სულიერ საკითხებზე, დააფასონ ღვთის ქმნილებები და ისწავლონ, რას ამბობს ბიბლია შემოქმედზე (კანონი 6:4—9). ახალგაზრდებო, თქვენ რას აკეთებთ ამ მხრივ? ბიბლიაზე დაფუძნებული ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“b დიდ დახმარებას გაგიწევთ.
-