საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მართავს თქვენს ცხოვრებას მდგომარეობა?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივნისი
    • ძველ ისრაელში მცხოვრებ დავითსაც მოუწია ახალგაზრდობაში სირთულეებთან გამკლავება. წლების განმავლობაში ის იძულებული იყო, გაქცეოდა მეფე საულს, რომელიც მასზე ლამის ნადირობდა. დავითის სიცოცხლეს გამუდმებით საფრთხე ემუქრებოდა. ერთხელ ის ახიმელექ მღვდელთან მივიდა საკვების სათხოვნელად (1 მეფეთა 21:2—8). როგორც კი საულმა გაიგო, რომ ის დავითს დაეხმარა, არა მარტო ახიმელექის სიკვდილით დასჯა ბრძანა, არამედ ყველა მღვდლისა და ახიმელექის მთელი ოჯახის (1 მეფეთა 22:12—19). წარმოგიდგენიათ, თავს როგორ იგრძნობდა დავითი, როდესაც დაინახავდა, რომ ირიბად, მაგრამ მაინც ასეთი ტრაგედიის მიზეზი გახდა?!

  • მართავს თქვენს ცხოვრებას მდგომარეობა?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივნისი
    • მსგავსი სახით მოიქცა დავითიც — მას მეფე საულისადმი წყენა გულში არ ჩაუტოვებია. ამ ერთგულ კაცს ორჯერ მიეცა საულის მოკვლის შესაძლებლობა. მაგრამ, როდესაც თავისი კაცები აქეზებდნენ, ესარგებლა შემთხვევით, დავითმა თქვა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი“. დავითს ამ საქმის მოგვარება იეჰოვასთვის ჰქონდა მინდობილი, რაც მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან ბრძოლაში წავა და დაიღუპება“. მოგვიანებით დავითმა საულისა და მისი ძის, იონათანის, სიკვდილთან დაკავშირებით სამგლოვიარო სიმღერაც კი დაწერა. იოსების მსგავსად, არც დავითმა დაუშვა, რომ წყენა ჩაედო გულში და მას აჰყოლოდა (1 მეფეთა 24:3—6; 26:7—13; 2 მეფეთა 1:17—27).

  • მართავს თქვენს ცხოვრებას მდგომარეობა?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივნისი
    • დავითმაც იმ წლების განმავლობაში, როდესაც საულს გაურბოდა, საუკეთესოდ გამოიყენა თავისი მდგომარეობა. ფარანის უდაბნოში ყოფნისას ის და მისი კაცები ნაბალის ფარას მოთარეშეებისგან იცავდნენ. „ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის დღისით და ღამით სამწყემსურში“, — თქვა მათზე ნაბალის ერთ-ერთმა მწყემსმა (1 მეფეთა 25:16). მოგვიანებით, ციკლაგში ყოფნისას, დავითი თავს ესხმოდა ისრაელის სამხრეთ საზღვართან მდებარე მტერთა ქალაქებს, რითაც იუდას საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა (1 მეფეთა 27:8; 1 ნეშტთა 12:20—22).

  • მართავს თქვენს ცხოვრებას მდგომარეობა?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივნისი
    • დაელოდეთ იეჰოვას

      მესამე გაკვეთილი ასეთია — მდგომარეობის შესაცვლელად არაბიბლიური საშუალებების გამოყენების ნაცვლად, იეჰოვას უნდა დაველოდოთ. მოწაფე იაკობი წერდა: „მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე“ (იაკობი 1:4). მოთმინებას საშუალება უნდა მივცეთ, რომ ‘სრულყოფილად იმოქმედოს’ და განსაცდელმა ბოლომდე ჩაიაროს ისე, რომ არ ვეცადოთ არაბიბლიური საშუალებებით მის ნაჩქარევად დასრულებას. ამგვარად ჩვენი რწმენა გამოიცდება და დაიხვეწება; აგრეთვე დაინახავთ, რამხელა ძალასა და მოთმინებას შეგმატებთ რწმენა. იოსებსა და დავითს ჰქონდათ ასეთი მოთმინება. ისინი არ ცდილობდნენ პრობლემიდან ისეთი გამოსავლის პოვნას, რომელიც იეჰოვას უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ნაცვლად ამისა, მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი მდგომარეობის საუკეთესოდ გამოყენებას. ისინი იეჰოვას ელოდებოდნენ და ამგვარად მოქმედებისთვის კურთხეულნიც იყვნენ. იეჰოვამ ორივე მათგანი თავისი ხალხის მხსნელად და წინამძღოლად გამოიყენა (დაბადება 41:39—41; 45:5; 2 მეფეთა 5:4, 5).

  • მართავს თქვენს ცხოვრებას მდგომარეობა?
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ივნისი
    • იეჰოვა შეგეხიდებათ

      იოსებისა და დავითის მსგავს ბიბლიურ პერსონაჟებზე დაფიქრება, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ გულგატეხილობასა და სირთულეებს, ჩვენზე დადებითად იმოქმედებს. თუმცა მათ შესახებ მონათხრობს ბიბლიის მხოლოდ რამდენიმე გვერდი ეთმობა, მათი განსაცდელები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: როგორ შეძლეს ღვთის ასეთმა მსახურებმა თავიანთ მდგომარეობასთან შეგუება? როგორ შეინარჩუნეს სიხარული? რა თვისებები უნდა განევითარებინათ მათ?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება