-
იეჰოვა დასცემს ქედმაღალ ქალაქსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
4, 5. ა) რას წინასწარმეტყველებს იეჰოვა ბაბილონის შესახებ? ბ) რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ ბაბილონზე თავდამსხმელებს?
4 ბაბილონი ჯერ არ გამხდარა მსოფლიო მპყრობელი. მაგრამ ესაიას მეშვეობით იეჰოვა მის აღზევებასაც წინასწარმეტყველებს და დაცემასაც. ის ამბობს: „მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან“ (ესაია 13:6). დიახ, ბაბილონის კვეხნა მწუხარების მოთქმით შეიცვლება. რატომ? „უფლის დღის“ გამო, რომლის დროსაც იეჰოვა მისთვის გამოტანილ განაჩენს აღასრულებს.
-
-
იეჰოვა დასცემს ქედმაღალ ქალაქსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
7. იეჰოვას რა „დღე“ ახლოვდება და რას მოუტანს ბაბილონს?
7 ბაბილონის დაცემა გარდაუვალია. მას აუცილებლად დაატყდება „იეჰოვას დღე“, როდესაც ღმერთი ყველაფერზე პასუხს აგებინებს. უზენაესი მსაჯული განრისხდება და სრულიად სამართლიანად დასჯის ბაბილონის ცოდვილ მოსახლეობას. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «აჰა, დადგა უფლის დღე [„იეჰოვას დღე“, აქ] — დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან» (ესაია 13:9).
-