-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ხალხები, ტომები, ენები და ერები უყურებენ მათ გვამებს სამ-ნახევარი დღე და არ დაამარხვინებენ გვამებს სამარხში.
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
21. ა) როგორ ისარგებლეს მდგომარეობით „ორი მოწმის“ მტრებმა? ბ) რაზე მიუთითებდა ის, რომ „ორი მოწმის“ გვამი დაუმარხავი იყო? გ) როგორ უნდა განვსაზღვროთ სამ-ნახევარი დღის ხანგრძლივობა? (იხილეთ სქოლიო)
21 ერები 1914—1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში იყვნენ ჩაბმული. მძლავრობდა ნაციონალისტური სულისკვეთება, რითაც 1918 წლის გაზაფხულზე „ორი მოწმის“ მტრებმა ისარგებლეს. მათ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს ქვეყნის სამართლებრივი ორგანოები, რომ ბიბლიის მკვლევართაგან პასუხისმგებელი პირები ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციის ცრუ ბრალდებით დაეპატიმრებინათ. ბიბლიის მკვლევართა ერთგული თანამსახურები გაოგნებულები დარჩნენ. სამეფო საქმე თითქმის შეჩერდა. თითქოს ჩაკვდა სამქადაგებლო საქმიანობა. ბიბლიურ დროში დიდ სირცხვილად ითვლებოდა, თუ მკვდარს სამარხში არ დაასვენებდნენ (ფსალმუნი 79:1—3; 1 მეფეები 13:21, 22). ამგვარად, „ორი მოწმის“ დაუმარხავად დატოვება მათ შერცხვენას ნიშნავდა. პალესტინის ცხელ კლიმატში გარეთ დატოვებული გვამი სამ-ნახევარ დღეში ნამდვილად აყროლდებოდაc (შეადარეთ იოანეს 11:39). წინასწარმეტყველებაში აღწერილი ეს დეტალი მიუთითებს სირცხვილზე, რისი ატანაც „ორ მოწმეს“ მოუწევდა. ზემოხსენებულ დაპატიმრებულ ძმებს საქმის გასაჩივრებისას თავდებით გათავისუფლებაზეც კი უარი უთხრეს. ისინი იმდენ ხანს „ეყარნენ“, რომ „აყროლდნენ“ „დიდი ქალაქის“ მკვიდრთა თვალწინ.
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«სამ-ნახევარი დღის შემდეგ შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისგან, ფეხზე დადგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს. ციდან მოისმინეს დიდი ხმა, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ“. ღრუბელში ავიდნენ ზეცად და მათი მტრები უყურებდნენ მათ» (გამოცხადება 11:11, 12). ამგვარად, მათაც იგივე განიცადეს, რაც ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახმა ველზე დაყრილმა ძვლებმა. იეჰოვამ სუნთქვა ჩაუდგა ამ ძვლებს და გააცოცხლა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ისრაელი ბაბილონის 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ ხელახლა დაიბადებოდა (ეზეკიელი 37:1—14). „ეზეკიელისა“ და „გამოცხადების“ წიგნებში ჩაწერილი ეს ორი წინასწარმეტყველება 1919 წელს შესრულდა, როცა იეჰოვამ თავის მკვდარ მოწმეებს სიცოცხლე და ძალა დაუბრუნა.
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
c თუ განვიხილავთ, რა გადახდა თავს ღვთის ხალხს მაშინ, დავინახავთ, რომ თუმცა 42 თვე, როგორც ჩანს, პირდაპირი გაგებით სამ-ნახევარ წელიწადს ნიშნავს, სამ-ნახევარი დღე პირდაპირი გაგებით 84 საათიან დროის მონაკვეთს არ გულისხმობს. შესაბამისად სამ-ნახევარი დღე, რომელიც ორჯერ არის მოხსენიებული (მე-9 და მე-11 მუხლები), იმაზე მიუთითებს, რომ პირველ სამ-ნახევარწლიან პერიოდთან შედარებით ეს დრო ხანმოკლე უნდა ყოფილიყო.
-