საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ გადარჩა ეს წიგნი?
    წიგნი ყველასთვის
    • c თავის ნაშრომში ემანუელ ტოვი ამბობს: „დღესდღეობით კარბონ 14-ის დახმარებით ჩატარებული შემოწმებით 1QIsaa [მკვდარი ზღვის ესაიას გრაგნილი] დათარიღებულია ძვ. წ. 202-დან 107 წლამდე პერიოდით (პალეოგრაფიული თარიღი: ძვ. წ. 125—100 წლებით). . . ზემოხსენებულმა პალეოგრაფიულმა მეთოდმა, რომელიც გაუმჯობესებულ იქნა ბოლო წლებში და რომელიც ზუსტი დათარიღების საშუალებას იძლევა გარეშე წყაროებთან, მაგალითად, თარიღიან მონეტებსა და წარწერებთან, ასოების ფორმისა და განლაგების შედარების საფუძველზე, შედარებით სანდო მეთოდის რეპუტაცია მოიხვეჭა“6 (Textual Criticism of the Hebrew Bible).

  • როგორ გადარჩა ეს წიგნი?
    წიგნი ყველასთვის
    • მათ შორის არის ებრაული წერილების 1947 წელს ნაპოვნი ხელნაწერი, რომელიც იმის ნიმუშია, თუ რამდენად ზუსტად კეთდებოდა საღვთო წერილების ასლები. ამიტომაც მას ეწოდა „ხელნაწერის ყველაზე დიდებული აღმოჩენა თანამედროვე დროს“5.

      როდესაც იმ წლის დასაწყისში ახალგაზრდა ბედუინი მწყემსი თავისი ფარის მოვლით იყო გართული, მკვდარი ზღვის მახლობლად გამოქვაბული აღმოაჩინა. იქ თიხის რამდენიმე ჭურჭელი იპოვა რომელთაგან უმეტესობა ცარიელი იყო. მაგრამ ერთ-ერთ კარგად დახუფულ ჭურჭელში მან ტყავის გრაგნილი ნახა, რომელიც მზრუნველი ხელით იყო გახვეული ტილოში და შეიცავდა ესაიას სრულ ბიბლიურ წიგნს. ამ კარგად შემონახულ, მაგრამ გაცვეთილ გრაგნილს შეკეთების ნიშნები ემჩნეოდა. ახალგაზრდა მწყემსს ბოლომდე არც ესმოდა, რომ გრაგნილი, რომელიც ხელში ეჭირა, საბოლოოდ მსოფლიო ყურადღებას მიიპყრობდა.

      მაინც, რით იყო ეს ხელნაწერი ასე ღირსშესანიშნავი? 1947 წლისთვის ებრაული ხელნაწერებიდან ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და სრული ხელნაწერი დათარიღებული იყო ახ. წ. მე-10 საუკუნით. ეს გრაგნილი კი დათარიღებული იყო ძვ. წ. მე-2 საუკუნითb — განსხვავება ათას წელზე მეტიაc. სწავლულებს ძალიან აინტერესებდათ იმის გაგება, თუ რამდენად განსხვავებული იქნებოდა ეს გრაგნილი მოგვიანებით გაკეთებული ხელნაწერებისგან.

      ერთ-ერთი გამოკვლევის დროს სწავლულებმა ესაიას 53-ე თავი მკვდარი ზღვის გრაგნილიდან ათასი წლის მოგვიანებით შესრულებულ მასორულ ტექსტს შეადარეს. ერთ-ერთ წიგნში გამოკვლევის შედეგებზე ნათქვამია: „ესაიას 53-ე თავის 166 სიტყვიდან მხოლოდ ჩვიდმეტი ასოა ეჭვქვეშ. აქედან ათი ასო ორთოგრაფიის საკითხია, რაც არავითარ აზრობრივ გავლენას არ ახდენს. ოთხი ასო მცირე სტილისტიკური ცვლილებაა — შეცვლილია კავშირები. დანარჩენი სამი, რომელიც მე-11 მუხლში ჩამატებულ სიტყვა ‘ნათელს’ შეადგენს, დიდად არ ცვლის აზრს. . . მაშასადამე, ათასწლიანი გადაწერების შემდეგ ერთი თავის 166 სიტყვიდან მხოლოდ ერთი სიტყვა (სამი ასო) არის ეჭვქვეშ — და ეს სიტყვა დიდად არ ცვლის მონათხრობის მნიშვნელობას“ 7 (A General Introduction to the Bible).

      როცა პროფესორი მილარ ბუროუზი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ამ გრაგნილებზე, და მათ შინაარსს არჩევდა, იმავე დასკვნამდე მივიდა: „ესაიას გრაგნილსა და მასორულ ტექსტს შორის არსებული მრავალი განსხვავება შეიძლება აიხსნას როგორც გადაწერის დროს დაშვებული შეცდომები. თუ ამას არ ჩავთვლით, მთლიანობაში საოცარი თანხმობა ჩანს შუა საუკუნეებში ნაპოვნი ხელნაწერის ტექსტთან. ასეთი თანხმობა შედარებით ძველ ხელნაწერთან იმის დამარწმუნებელ მტკიცებას იძლევა, რომ სახეზეა ტრადიციული ტექსტის საერთო სიზუსტე“8.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება