საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
    • ადამიანს სახეზე 30-ზე მეტი კუნთი აქვს. მხოლოდ ერთი გაღიმებისას 14 კუნთი ერთობლივად მოძრაობს! დაფიქრდით, როგორი იქნებოდა თქვენი საუბარი სახის კუნთები რომ არ გქონოდათ? მიმზიდველი ნამდვილად ვერ იქნებოდა. მეტყველ ადამიანთან შედარებით ყრუ-მუნჯებისთვის სახის კუნთები უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ისინი უმთავრესად სახის მიმიკითა და ჟესტებით გამოხატავენ აზრებს. მრავალს აოცებს, როგორაა შესაძლებელი ჟესტების ენაზე რთული აზრების ნიუანსებში გადმოცემა.

  • იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
    • თვალებით მოსმენა

      მრავალს არასწორი წარმოდგენა აქვს ყრუ-მუნჯებზე. ზოგმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ისინი ავტომობილს ჩვეულებრივ მართავენ. მათ ძალიან უჭირთ სიტყვების გაგება ტუჩების მოძრაობით. ბევრმა არც ის იცის, რა არის ჟესტების ენა. ზოგს არასწორად ჰგონია, რომ ბრაილის შრიფტი ჟესტების ენის დამწერლობაა. ის არც უბრალოდ პანტომიმაა. საერთაშორისო ჟესტების ენა არ არსებობს. გარდა ამისა, ამ ენას „კილოები“ აქვს.

      შეუძლიათ ყრუ-მუნჯებს კითხვა? ზოგი კარგად კითხულობს, მაგრამ უმრავლესობას ძალიან უჭირს კითხვა. ამის მიზეზი ის არის, რომ ფურცელზე ყველაფერი სალაპარაკო ენის მიხედვით იბეჭდება. განვიხილოთ, როგორ შეუძლია ბავშვს ენის სწავლა მოსმენით. ბავშვს დაბადებიდანვე ესმის ის ენა, რომელზეც მის გარშემო ლაპარაკობენ. მოკლე დროის შემდეგ მას შეუძლია სიტყვების კომბინირება და წინადადებების შედგენა. ეს ხდება ბუნებრივად, სალაპარაკო ენის მოსმენით. ამგვარად, როდესაც ბავშვი კითხვას სწავლობს, ის დაწერილ ასოებს ან სიტყვებს აკავშირებს იმ ბგერებთან ან სიტყვებთან, რომლებიც მოსმენით აქვს ნასწავლი.

      წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყანაში, მინის ოთახში ხართ, სადაც არანაირი ხმა არ შემოდის გარედან. თქვენ არასოდეს მოგისმენიათ იქ მცხოვრები ხალხის ენა. ადგილობრივი მცხოვრებნი ყოველდღე მოდიან თქვენთან და ცდილობენ მინის გარედან დაგელაპარაკონ. თქვენ კი არ გესმით მათი ხმა, მხოლოდ ბაგეების მოძრაობას ხედავთ. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იგებთ მათ ნათქვამს, ამიტომ სიტყვებს ფურცელზე წერენ და გაჩვენებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ახლა შეძლებთ დაწერილი სიტყვების მეშვეობით მათი აზრის გაგებას. მაგრამ თქვენთვის ალბათ შეუძლებელი იქნებოდა მათთან ურთიერთობის დამყარება, რადგან მათ იმ ენაზე დაგიწერეს თავიანთი აზრები, რომელიც არასოდეს მოგისმენიათ და რომელზეც წერა-კითხვაც არ გისწავლიათ. სწორედ ანალოგიურ მდგომარეობაშია ყრუ-მუნჯთა უმეტესობა.

      ჟესტების ენა ყრუ-მუნჯებისთვის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი აზრების გადმოსაცემად ჟესტიკულაციას იყენებს. ჟესტების ენას აქვს გრამატიკა, რომლის წესებსაც ხელების, მკლავების, ტანის მოძრაობითა და სახის მიმიკით იცავენ. ამგვარად, ყალიბდება ენა, რომელსაც თვალებით ისმენენ.

      ყრუ-მუნჯი ადამიანი თითქმის ყველა მოძრაობას ხელებითა და ტანით გამოხატავს, ხოლო სახის მიმიკებით მათ მნიშვნელობას სძენს. სახის მიმიკა მხოლოდ ემოციის გამოსახატავად არ გამოიყენება. ის ჟესტების ენის გრამატიკის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, თუ კითხვის დასმის დროს ორივე წარბს ზემოთ ასწევთ, ეს შეიძლება მიუთითებდეს რიტორიკულ კითხვაზე ან ისეთ კითხვაზე, რომელიც დადებით, ან უარყოფით პასუხს მოითხოვს. ხოლო თუ კითხვის დასმის დროს წარბებს დასწევთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს: ვინ? რა? სად? როდის? რატომ? ან როგორ? პირის მოძრაობამ შეიძლება განსაზღვროს საგნის სიდიდე ან მოქმედების სიმძაფრე. თავისა და ლოყების მოძრაობა, მხრების აწევა, თვალების დახუჭვა და გახელა აზრებს მკაფიოდ გამოკვეთს.

      ყრუ-მუნჯები სხეულის ასეთი მოძრაობით თავისუფლად გადასცემენ აზრებს ერთმანეთს. სხვადასხვა ჟესტიკულაციის გამოყენებით მათ შეუძლიათ აზრის ნებისმიერი სახით გადმოცემა, იქნება ეს მხატვრულად, რომანტიკულად თუ იუმორისტულად. გარდა ამისა, ისინი ჩვეულებრივ აღწერენ კონკრეტულ საგნებსა თუ აბსტრაქტულ ცნებებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება