საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
    • ჯერემი, რომლის მშობლებიც ყრუ-მუნჯები არიან, იხსენებს: «მამას ძალიან უნდოდა „საგუშაგო კოშკში“ ჩაწერილი აზრების გაგება, ამიტომ თავის საძინებელში იჯდა ხოლმე და საათებს ანდომებდა რამდენიმე აბზაცის წაკითხვას. ერთხელ ის თავისი ოთახიდან გამოვარდა და გახარებულმა ჟესტების ენაზე მითხრა: „გავიგე! გავიგე!“. შემდეგ მან ამიხსნა, თუ რა გაიგო წაკითხულიდან. მე მაშინ 12 წლის ვიყავი. აბზაცები სწრაფად ჩავიკითხე და მამას ვანიშნე: „მამიკო, ჩემი აზრით, აქ ის არ წერია, რაც შენ გაიგე. აქ წერია, რომ . . .“. მან მანიშნა, გავჩუმებულიყავი და თავის ოთახში შებრუნდა, რომ თვითონ მიმხვდარიყო აზრს. არასოდეს დამავიწყდება მისი იმედგაცრუებული სახე. როცა ის წასაკითხად ოთახში შევიდა, უფრო გამიღრმავდა მისდამი პატივისცემა. DVD-ზე გამოცემული პუბლიკაციების წყალობით მამა უკეთ იგებს მათში გადმოცემულ აზრებს. როდესაც იეჰოვასადმი თავის გრძნობებს გამოხატავს, მამას სახე სიხარულისგან უბრწყინავს. ამის დანახვა ძალიან მახარებს.

  • იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
    • ერთი ყრუ-მუნჯი მოწმე, ლორენი გვიხსნის: «ბიბლიის სწავლა ჩემთვის, ასე ვთქვათ, მოზაიკის აწყობას ჰგავდა. გონებაში ბიბლიის მთლიანი სურათი წარმოდგენილი კი მქონდა, მაგრამ შიგადაშიგ „ცარიელი ადგილები“ იყო დარჩენილი. როდესაც ბიბლიური ჭეშმარიტება მეტად გახდა ხელმისაწვდომი ჟესტების ენაზე, ამან „ცარიელი ადგილები“ შეავსო». ჯორჯი, რომელიც ყრუ-მუნჯია, 38 წელია იეჰოვას ემსახურება. ის ამბობს: „უდავოა, როცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაიგო ესა თუ ის საკითხი, ეს ღირსების გრძნობასა და თვითრწმენას გინერგავს. ვგრძნობ, რომ DVD-ზე გამოცემული პუბლიკაციები ძალიან დამეხმარა სულიერ ზრდაში“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება